„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 26/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
117
23/06/2009
სსმ, 78, 26/06/2009
0000.00.00.000000
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №117

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური