„ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016974
01-45/ნ
20/06/2022
ვებგვერდი, 21/06/2022
470230000.22.035.016974
„ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-45/ნ

2022 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08/09/2015, 470230000.22.035.016348) დამტკიცებული „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუცილებლად უნდა შედიოდეს ექიმი-ეპიდემიოლოგი1/ინფექციების კონტროლის სპეციალისტი (ექიმი-ინფექციონისტი ან სხვა სპეციალობის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს მზადების შესაბამისი კურსი)2, რომლის მოვალეობები დადგენილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე, დაწესებულებაში სტერილიზაცია/დეზინფექციაზე და სამედიცინო ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი (სტერილიზაცია/დეზინფექციის მართვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაძლებელია, ამავდროულად, პასუხისმგებელი იყოს სამედიცინო ნარჩენების მართვაზე), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტერილიზაცია/დეზინფექციისა და  ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს ექიმ-ეპიდემიოლოგს/ინფექციების კონტროლის სპეციალისტს.“.  

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულებაში (მათ შორის, ხელშეკრულების ფარგლებში) წარმოებული ბაქტერიოლოგიური კვლევების აღრიცხვა ხორციელდება ბაქტერიოლოგიური კვლევების აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჰოსპიტალიზაციის/აბულატორიული ვიზიტის დრო და თარიღი, კლინიკური მასალის აღების დრო და თარიღი, წინასწარი დიაგნოზი და ლაბორატორიული კვლევის შედეგები (იდენტიფიცირებული შტამები, რეზისტენტობა). ბაქტერიოლოგიური კვლევების აღრიცხვა შესაძლებელია წარმოებდეს ქაღალდის მატარებელზე ისეთი ელექტრონული ფორმატით, რომელიც იძლევა მისი ამობეჭდვისა და ქაღალდის მატარებელზე გადატანის შესაძლებლობას.“.

3. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი  B და C ჰეპატიტზე ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით. ამასთან, B ჰეპატიტზე სკრინინგი სავალდებულოა მხოლოდ ძალიან მაღალი და მაღალი რისკის სათავსებში დასაქმებული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი