„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023523
312
13/06/2022
ვებგვერდი, 15/06/2022
470000000.10.003.023523
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №312

2022 წლის 13 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

მუხლი 92. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე, საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 1 მაისამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის ვალდებულებასთან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

ა) 23- მუხლს მე-4 პუნქტი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. სტაციონარული დაწესებულება (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (გარდა №18 დანართით განსაზღვრული რეფერალური მომსახურების პროგრამისა) აწვდის სტაციონარულ და/ან ამბულატორიულ მომსახურებას, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

42. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდულ/გასაცემელ ფარმაცევტულ პროდუქტზე (სამკურნალო საშუალებებზე) არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით განსაზღვრული ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის ვალდებულება.“;

ბ) №2 დანართის („იმუნიზაცია“, პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 45,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

23,450.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

6,000.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

5,000.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

150.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

8

ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირება

10,000.0

 

სულ:

45,000.0.“;

 

გ) №11 დანართი(„ფსიქიკური ჯანმრთელობა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 01):

გ.ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 35,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

8,953.7

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

132.3

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

3,068.2

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

18,147.7

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,156.4

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,700.5

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

10

საცხოვრისების განვითარება

943.9

 

სულ:

35,000.0.“;

 

გ.ბ) №11.9 დანართი („მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №11.9

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

 

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

161,250

2

ქ. თბილისი

შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

61,540

3

იმერეთის რეგიონი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

37,400

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

192,900

5

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

247,200

6

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

40,500

7

იმერეთის რეგიონი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

570,900

8

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

23,050

9

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

102,000

10

იმერეთის რეგიონი

შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

30,500

11

იმერეთის რეგიონი

შპს „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“

7,200

12

იმერეთის რეგიონი

შპს „საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია“ (2022 წლის 1 ივნისიდან)

14,400.“;

 

დ) №17.1 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“,  პროგრამული კოდი:  27 03 03 07 01):

დ.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა/შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა; საველე დონეზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (EMT-1 (Emergency Medical Team) ფიქსირებული ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად);“;

დ.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) მოტოტრანსპორტით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების შემთხვევაში − ერთი ექიმი ან პარამედიკოსი.“;

ე) №17.3 დანართის („სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03):

ე.ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 27,482.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

27,352.4

2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

130.3

 

სულ:

27,482.7.“;

 

ე.ბ) №17.3.4 დანართი („შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №17.3.4

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

მარტი

15,438

აპრილი

13,943

მაისი

11,923

ივნისი

11,923

ივლისი

11,923

აგვისტო

11,923

სექტემბერი

11,923

ოქტომბერი

11,923

ნოემბერი

13,943

დეკემბერი

15,438.“;

 

ვ) №18 დანართის („რეფერალური  მომსახურება“,  პროგრამული კოდი: 27 03 03 08) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):

ზ.ა) მე-3 მუხლის:

ზ.ა.ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში ჩართული რაიონული სამსახურების, ქ. თბილისის ფილიალების, რეფერალური ეკიპაჟის წევრებისა და ცვლაში მომუშავე ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლების ყოველთვიური დამატებითი ანაზღაურებისა და სხვა ლოგისტიკური ღონისძიებების (მათ შორის, სასაწყობო ფართის ქირაობა) უზრუნველყოფას (2022 წლის 31 მარტის ჩათვლით);“;

ზ.ა.ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) 60 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში (ე. წ. სამიზნე მოსახლეობა) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/ სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრისწინა ჩაღრმავებულ კონსულტაციას (2022 წლის 10 მაისამდე).“;

ზ.ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 439,918.2 ათასი ლარით.“;

თ) №21 დანართის („ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია)“, პროგრამული კოდი: 27 03 03 11) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი