„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016438
33
14/06/2022
ვებგვერდი, 15/06/2022
010250050.35.125.016438
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2022 წლის 14 ივნისი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022   წლის 3 მაისს  №14 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge 04/05/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016418) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე