„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016637
32/2022
15/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
010190030.15.008.016637
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2022

2022 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის 91 და 92 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9​1. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

ბ) ქალაქ თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიული სიიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

92. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

ბ) თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიული სიიდან თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი