დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №64-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400020010.35.101.016993 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №64-103 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 400020010.35.101.016782) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის“ (დანართი №1) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ქვეპუნქტები:
„დ) მესამე სარტყლის I არეალში ტერიტორიის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ სარეკრეაციო ზონა 2-ის პარამეტრებით, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა. საპროექტო არეალის მინიმალური ფართობი უნდა შეადგენდეს 50 000 მ2-ს, რომლის 70% უნდა მოიცავდეს სარეკრეაციო სივრცეს; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში საპროექტო ტერიტორია შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არაუმეტეს 10%-ისა; ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასმელი წყლის დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები შესაბამისი თანმიმდევრობით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის უწყებასთან. ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასმელი წყლის დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს მშენებლობის უფლების მიღებამდე იმ თანმიმდევრობით რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებასთან. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები