სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.023517
309
10/06/2022
ვებგვერდი, 13/06/2022
140070000.10.003.023517
სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №309

2022 წლის 10 ივნისი

 ქ. თბილისი

 

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესი“. 
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება.

 

მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ზედამხედველობის ორგანოს მიერ უზრუნველყოფილ იქნეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის შემდეგ.

3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე ჩატარებული დეტალური და მიზნობრივი შემოწმებების საფუძველზე განსახორციელებელი საკონტოლო შემოწმება უზრუნველყოფილ იქნეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო სახანძრო  ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1

1. „სახელმწიფო სახანძრო  ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელებისას გამოიყენება საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მასზე რეაგირებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების განმსაზღვრელი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები (მათ შორის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოში მოქმედი სტანდარტები, სამშენებლო ნორმები და წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებული, სტანდარტები), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ არის დაშვებული.

მუხლი 2

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო (შემდგომში − ზედამხედველობის ორგანო) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

ბ) ზედამხედველობის ინსექტორი – საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების განხორციელების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდის ან/და ობიექტის სამშენებლო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტების განხილვის უფლებამოსილების მქონე ზედამხედველობის ორგანოს მოსამსახურე;

გ) ზედამხედველობის იექტი (შემდგომში − ობიექტი) – ამ მუხლის „ე“ − „ს“ ქვეპუნქტებითა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სხვა ობიექტები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით ხორციელდება ზედამხედველობა;

დ) ზედამხედველობის ორგანოს მი­რილოა (შემდგომში − მიწერილობა) – ზედამხედველობის ობიექტის მიერ შესასრულებლად სავალ­დებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების ან/და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს, ასევე დარღვევების აღმოფხვრისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს, რომლის სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია;

ე) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები − საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მათდამი ანგარიშვალდებული/მათთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოების, სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტების საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოების 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მარეგულირებელი ორგანოების, დამოუკიდებელი ორგანოების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, სახელმწიფო საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების საკუთრებაში/ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები, თუ ამ შენობაში/შენობის ნაწილში განთავსებულნი არიან თავად ეს ორგანოები ან მათი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული;

ვ) სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები – მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, თეატრები, კინოთეატრები, ცირკი, საკონცერტო დარბაზები და სხვა სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომელთაც გააჩნიათ დახურულ სივრცეში დამსწრეთათვის დასაჯდომი ადგილები;

ზ) მრავალფუნქციური შენობა – ორი ან მეტი ფუნქციის მქონე შენობა, სადაც რომელიმე ძირითადი ფუნქცია არ აღემატება შენობის საერთო სასარგებლო ფართობის (შემომზღუდავი კონსტრუქციების ფარგლებში) 75%-ს (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა);

თ) მრავალფუნქციური კომპლექსი − არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ორი ან მეტი შენობა (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა);

ი) საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები – 300 კვადრატული და მეტი ჯამური ფართობის მქონე ყველა ტიპის საკლუბო (მათ შორის, ღამის კლუბი), გასართობ-დასასვენებელი ცენტრები და კომპლექსები, ბოულინგის ცენტრები, დისკოთეკები, ატრაქციონების დარბაზები, სამორინეები (კაზინოები), ტოტალიზატორები, პოკერ, სლოტ კლუბები და სათამაშო ბიზნესის სხვა ობიექტები;

კ)  სავაჭრო ცენტრი − არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით გაერთიანებული შენობა ან ტერიტორია, სადაც განთავსებულია ორი ან მეტი სავაჭრო სივრცე, რომლებშიც მოწყობილია საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სწრაფი კვების ადგილები, გასართობი დაწესებულებები, გასართობი მოწყობილობების ზონები, ოფისები ან/და სხვა მსგავსი გამოყენებები და ამ სივრცეების მთავარი შესასვლელი გადის ერთ ან ერთზე მეტ ფეხით სავალ საერთო გზაზე;

ლ) სავაჭრო კომპლექსი ნაგებობათა ერთობლიობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით, მათი მთავარი შესასვლელები გადის ერთ ან ერთზე მეტ ფეხით სავალ საერთო გზაზე და  სადაც განთავსებულია საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სწრაფი კვების ადგილები, გასართობი დაწესებულებები, გასართობი მოწყობილობების ადგილები, ოფისები ან/და სხვა მსგავსი გამოყენებები;

მ)  ჰიპერმარკეტი − 1500 მ2-ისა და მეტი ფართობის სავაჭრო დარბაზის მქონე საცალო ან საბითუმო სავაჭრო დაწესებულება (შენობა-ნაგებობა), რომელშიც უპირატესად თვითმომსახურების ფორმით ხორციელდება უნივერსალური ასორტიმენტის სასურსათო ან/და არასასურსათო პროდუქციის გაყიდვა;

ნ) რესტორანი − კვების ობიექტი (შენობა-ნაგებობა), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კერძების (კვებითი პროდუქტების), სასმელების ფართო ასორტიმენტს და შენობა-ნაგებობის ჯამური ფართობი აღემატება 500 მ2-ს;

ო) საგანმანათლებლო დაწესებულება − ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპეციალური პროფესიული/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები/ კოლეჯები, ხელოვნებისა და მუსიკალური სკოლები, ბიბლიოთეკები;

პ) სამედიცინო დაწესებულება − დაწესებულება (შენობა-ნაგებობა), სადაც უზრუნველყოფილია სადღეღამისო ან/და არა სადღეღამისო მოვლა/მკურნალობა ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ ამბულატორიული (თუ საერთო ფართი აღემატება 300 მ2-ს), სტაციონარული, ფსიქიატრიული მკურნალობა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, აგრეთვე სტომატოლოგიური კლინიკა (თუ მისი საერთო ფართი აღემატება 300 მ2-ს), სარეაბილიტაციო ცენტრები და სხვა სპეციალური სამედიცინო დაწესებულებები;

ჟ) სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობა − სამაყურებლო ტრიბუნების მქონე დახურული ან ღია სპორტული ობიექტი, რომელიც ტრანსფორმაციის პირობებში ან ტრანსფორმაციის გარეშე იძლევა სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტული ღონისძიებების, საკონცერტო-სანახაობრივი ან/და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას, მათ შორის, სტადიონი (ღია ტრიბუნებით 10 000 და მეტ ადამიანზე, ხოლო გადახურული ტრიბუნებით − 2 000 და მეტ ადამიანზე);

რ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა − 28 მეტრზე მაღალი საოფისე ფუნქციის შენობა;

ს) საოჯახო სასტუმრო − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისთვის, გასაქირავებლად განკუთვნილი ან გამოყენებული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 ერთმანეთისგან იზოლირებული, საცხოვრებლად და საძინებლად მოწყობილი სამყოფისაგან შემდგარი შენობა/შენობები, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოფილი იყოს კვება.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II

ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება და   ობიექტის უფლება-მოვალეობები

მუხლი 3

1. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია:

ა) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვე­ვების აღმოფხვრის მიზნით, განახორციე­ლოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმების შესრულების, მუნიციპალიტეტებისა და პოტენცი­ურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის  შემოწმება;

ბ) შევიდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ − „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა, რაც გულისხმობს ამ სისტემების სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები, ასევე შემოწმების პროცესში აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება;

გ) მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს ობიექტის ხელმძღვანელს ან/და შემოწმების პროცესში მონაწილე ობიექტის უფლებამოსილ პირს;

დ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომპეტენციის ფარგლებში,  განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;

ვ) ეროვნული სისტემის სუბიექტებს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და გააფორმოს სათანადო აქტი;

თ) მიმართოს სასამართლოს ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

2. ზედამხედველობის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს შემოწმებების ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას;  

გ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისათვის შეიმუშავებს და წარუდგენს მათ სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის რეკომენდაციებს;

დ) ახორციელებს ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვებასა და ანალიზს;

ე) მონაწილეობს ზედამხედველობის სფეროში სამართლებრივი და მეთო­დური დოკუმენტების შემუშავებაში;

ვ) მონაწილეობს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების შემუშავებაში, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4

1. ზედამხედველობის ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმებისა და მისი შედეგების მიხედვით შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, შემოწმებას ახორციელებენ ზედამხედველობის ინსპექტორები.

2. ზედამხედველობის ინსპექტორი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელოს ობიექტების შემოწმება, მათ შორის, ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების, აგრეთვე შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა და შემოწმების შედეგების შესაბამისად გასცეს მიწერილობა;     

ბ) ობიექტის შემოწმების შედეგად, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;   

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;

დ) განახორციელოს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაციის შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის;

ე) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების, აგრეთვე შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით;

ვ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოავლინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

3. შემოწმების ჩატარებამდე ზედამხედველობის ინსპექტორი ვალდებულია გაეცნოს წინა  შემოწმების მასალებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).   

4. შემოწმების პროცესში ფოტო/ვიდეო ტექნიკის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5

1. ობიექტის ხელმძღვანელს უფლება აქვს:

ა) უშუალოდ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს შემოწმების ჩატარებაში და შესაბამისი განმარტებები მისცეს ზედამხედველობის ინსპექტორს;

ბ) გაეცნოს შემოწმების შედეგებს და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებები და ქმედებები.

2. ობიექტი, რომლის მიმართ ხორციელდება შემოწმება, ვალდებულია:

ა) შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები;

ბ) შეიმუშაოს და მიიღოს სახანძრო უსაფრთხოების ზომები;

გ) შეასრულოს მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებები და ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის სხვა კანონიერი მოთხოვნა;

დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ტექნიკური/არქიტექტურული მონაცემების, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრისა და მისი შედეგების შესახებ;

ე) წარმოადგინოს საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის (მათი ძირითადი შენობა-ნაგებობების), მისი მზიდი ელემენტების ამტანუნარიანობისა და საექსპლუატაციო მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის მიზნით, საინჟინრო-ტექნიკური შეფასების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე შეუქმნას მათ ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალოს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინოს ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და გასასვლელების ცვლილებების შესახებ;                     

თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

თავი III

ობიექტების შემოწმების ჩატარების წესი

მუხლი 6

1. სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზების მიზნით, ხორციელდება:

ა) შემოწმებები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, ზედამხედველობის ორგანიზების მიზნით, აგრეთვე ხორციელდება ამ წესის IV თავით განსაზღვრული ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 7

1. შემოწმების მიზანია სახანძრო უსაფრთხოების ან/და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.

2. შემოწმების სახეებია:

ა) დეტალური;

ბ) მიზნობრივი;

გ) საკონტროლო;

დ) კომპლექსური.

3. სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობა დადგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული შემოწმებების გზით.

4. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოწმების გზით.

5. ობიექტის დეტალური და საკონტროლო შემოწმებები ხორციელდება ობიექტების შემოწმების წლიური გეგმის შესაბამისად.

მუხლი 8

1. დეტალური შემოწმება ტარდება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით, სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი კატეგორიის ობიექტებზე, სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო მეორე კატეგორიის ობიექტებზე − ექვს წელიწადში ერთხელ. აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო გვირაბების შემოწმებაზე.         

2. ობიექტების დეტალური შემოწმების დაგეგმვა ხორციელდება ობიექტის ფუნქციური დანიშნულების, მოცულობის, საწარმოო პროცესის, ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის/საერთო მდგომარეობის ანალიზის, სადღეღამისო რეჟიმის, საფრთხის შემცველობის, აგრეთვე ობიექტზე შესანახი, დასამზადებელი ან გადამამუშავებელი ნივთიერებების/ ნივთების/მასალების ან/და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას მოწმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება, მათ შორის:

ა) ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავებული დოკუმენტების არსებობა, ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის (პირების) არსებობა;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული ღონის­ძიე­ბე­ბის შესრულება;

გ) საე­ვა­კუაციო გზებისა და გასასვლელების არსებობა, მათი რაოდენობა და მდგომარეობა;

დ) ელექტრომომარაგების, ელექტროდანადგარების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების მდგომარეობა;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების მუშაობისა და ექსპლუატაციის მდგომარეობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ობიექტზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნისა და ორგანიზების საკითხები;

ზ) ნივთიერე­ბების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების დოკუმენტაციაში ხანძარსაშიშროების მაჩვენებლებისა და მათი გამოყენებისას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ცნობების არსებობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ძირითად საკითხებს წარმოადგენს:

ა)  საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, მატერიალური რესურსების რეზერვების შექმნაზე, მათ განთავსებაზე, შენახვაზე, განახლებაზე კონტროლი;

გ) კონტროლი პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტისა და უსაფრთხოების დეკლარაციის წარმოებასა და მათ მუდმივ განახლებაზე;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების (მათ შორის, მართვის ორგანოების) მზადყოფნისა და შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების მდგომარეობის შემოწმებების ჩატარება;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ობიექტის პერსონალის დაცვის (საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და სამედიცინო-ბიოლოგიური), მათი ევაკუაციის ორგანიზების კონტროლი;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო მართვის გეგმებისა და რისკის მართვის გეგმების საფუძველზე შემუშავებული რისკის შემცირების ღონისძიების მომზადებაზე კონტროლი;

ზ) კონტროლი თავშესაფრის მოწყობასა და მისი თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებაზე;

თ) ობიექტისა და მიმდებარე (მოსაზღვრე) ტერიტორიაზე მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემებისა და მზადყოფნისათვის ღონისძიებების შემუშავების კონტროლი;

ი) კონტროლი საინჟინრო-ტექნიკური შეფასების ჩატარებაზე (საინჟინრო-ექსპერტული კვლევების საფუძველზე), საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის (მათი ძირითადი შენობა-ნაგებობების), მისი მზიდი ელემენტების ამტანუნარიანობისა და საექსპლუატაციო მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

კ) სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი კატეგორიის „III“ ჯგუფის, ქვეყნის თავდაცვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, საგანგებო სიტუაციებში სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით  საქმიანობის ორგანიზებაზე კონტროლი;

ლ) კონტროლი საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისთვის გამიზნული სახელმწიფო ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესრულებაზე;

მ) ობიექტების მიერ თანამშრომელთა საგანგებო სიტუაციების პირობებში სამოქმედოდ მომზადებასა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ნ) საგანგებო სიტუაციების რისკების განსაზღვრის კონტროლი.

5. ობიექტების დეტალური შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს  მიწერილობას, ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად, ობიექტისათვის შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებების მითითებით და უზრუნველყოფს ობიექტისათვის გაცნობას.

6. სახანძრო ჰიდრანტის დაზიანების/ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ზედამხედველობის ორგანოს ინფორმაციას აწვდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი ან შესაბამისი ორგანო/იურიდიული პირი, ხოლო ზედამხედველობის ორგანო, სახანძრო ჰიდრანტის გამართვის/შეკეთების უზრუნველყოფის თაობაზე მიწერილობას უგზავნის შესაბამის პასუხისმგებელ წყალმომარაგების ლიცენზიატს ან/და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას, რომლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

7.  ობიექტების დეტალური შემოწმების დასრულების შემდგომ, თუ ობიექტის შემოწმებისას არ გამოვლინდა დარღვევა, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს აქტს.

მუხლი 9

1. ობიექტის მიზნობრივი შემოწმება ტარდება ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ცალკეული შენობის, ნაგებობის ან/და სათავსის სახანძრო უსაფრთხოების დონის, მათ შორის, დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვის მდგომარეობის შერჩევით შეფასების, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების მუშაუნარიანობის შემოწმების მიზნით, სეზონურობის, ობიექტების ფუნქციონირების ან საწარმოო პროცესის თავისებურებების, ან ხანძრის საშიშროების მომატების ან/და ხანძრების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

2. მიზნობრივი შემოწმება ტარდება ობიექტების ნუსხასა და ამ ობიექტების შემოწმების წლიური გეგმით გათვალისწინებულ ობიექტებზე ან სხვა ობიექტებზე, რომლებიც არ არიან აღრიცხული ან/და გათვალისწინებული ობიექტების ნუსხას და/ან ამ ობიექტების შემოწმების წლიურ გეგმაში, მაგრამ შემოწმების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია პირველი პუნქტით დადგენილი გარემოებების არსებობით.

3. ობიექტის მიზნობრივი შემოწმების დროს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს მიწერილობას.

4.  ობიექტის მიზნობრივი შემოწმების დასრულების შემდგომ, თუ ობიექტის შემოწმებისას არ გამოვლინდა დარღვევა, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს აქტს.

მუხლი 10

1. საკონტროლო შემოწმება ტარდება დეტალური და მიზნობრივი შემოწმებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის გაცემული მიწერილობის შესრულების კონტროლის მიზნით.

2. საკონტროლო შემოწმება ტარდება დეტალური და მიზნობრივი შემოწმების შედეგებისა და ვადების, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების, მოცულობის, საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით, ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. საკონტროლო შემოწმება ტარდება არანაკლებ 3 წლის ვადაში.

3. საკონტროლო  შემოწმების შედეგების მიხედვით დეტალური ან მიზნობრივი შემოწმების შედეგად გაცემული მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ავსებს დანართ №2-ით განსაზღვრულ ფორმას.

4. საკონტროლო შემოწმების დროს ობიექტზე ისეთი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებული არ იყო დეტალური ან მიზნობრივი შემოწმების შედეგად გაცემულ მიწერილობაში, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს შემოწმების შესახებ ახალ მიწერილობას, რომელიც ეგზავნება ობიექტს.

5. საკონტროლო შემოწმების დასრულების შემდგომ, თუ ობიექტის შემოწმებისას არ გამოვლინდა დარღვევა, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს აქტს.

მუხლი 11

1. კომპლექსური შემოწმების გზით ხორციელდება საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა.

2. კომპლექსური შემოწმების ძირითად საკითხებს წარმოადგენს:

ა)  საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუველყოფის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, მატერიალური რესურსების რეზერვების შექმნაზე, მათ განთავსებაზე, შენახვაზე, განახლებაზე კონტროლი;

გ) კონტროლი საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისთვის გამიზნულ სახელმწიფო ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესრულებაზე;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების (მათ შორის, მართვის ორგანოების) მზადყოფნისა და შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების მდგომარეობის შემოწმებების ჩატარება;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ობიექტის პერსონალის დაცვის (საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და სამედიცინო-ბიოლოგიური), მათი ევაკუაციის ორგანიზების კონტროლი;

ვ) კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო მართვის გეგმებისა და რისკის მართვის გეგმების საფუძველზე შემუშავებული რისკის შემცირების ღონისძიების მომზადებაზე;

ზ) კონტროლი სამუშაოთა ორგანიზებაზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებში მრეწველობის დარგებისა და ეკონომიკის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

3. კომპლექსური შემოწმება ტარდება საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი კატეგორიის პირველი და მესამე ჯგუფების ობიექტებზე, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო გვირაბებისა, კომპლექსურ შემოწმებაში მონაწილე შესაბამის ორგანოებთან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, შეთანხმებული გეგმით, არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ.    

4. კომპლექსური შემოწმების დასრულების შემდგომ, ზედამხედველობის ინსპექტორი კომპლექსურ შემოწმებაში ჩართული შესაბამისი ორგანოების ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ადგენს აქტს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით საჭირო რეკომენდაციების მითითებით.

მუხლი 12

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და მათ სისტემაში შემავალი, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების შემოწმება იგეგმება და ტარდება აღნიშნულ უწყებებთან შეთანხმებით.

2. ზედამხედველობის ორგანო ცალკე ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების იმ ობიექტების შემოწმების წლიურ ნუსხასა და გეგმას, რომლებიც მიეკუთვნებიან საიდუმლო ობიექტს. აღნიშნული ობიექტების შემოწმების წლიურ ნუსხასა და გეგმას ენიჭება შესაბამისი საიდუმლო გრიფი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების იმ ობიექტებზე შემოწმების ჩატარება, რომლებიც მიეკუთვნებიან საიდუმლო ობიექტს, ხორციელდება შესაბამისი დონის საიდუმლოებასთან დაშვების მქონე ზედამხედველობის ინსპექტორის მიერ, შესაბამისი უწყების თანხმობისა და წარმომადგენლის თანდასწრებით. აღნიშნული საიდუმლო ობიექტების შემოწმების შედეგების გასაჯაროება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამავე ობიექტით მოსარგებლე უწყებამ თავად მიიღო გასაჯაროების გადაწყვეტილება.

მუხლი 13

1. შემოწმებები ხორციელდება ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.

2. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, ობიექტის შემოწმება ჩაატაროს აგრეთვე ობიექტის მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემოწმების შესახებ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანება არ გამოიცემა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში აღინიშნება:

ა)  ზედამხედველობის ორგანოს დასახელება;

ბ) შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ზედამხედველობის ინსპექტორის (ინსპექტორების) გვარი, სახელი, თანამდებობა;

გ) ობიექტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის და საჭიროების შემთხვევაში), მისი ადგილმდებარეობა;

დ)  შემოწმების სახე;

ე) შემოწმების ჩატარების ვადა;

ვ) შემოწმების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები.

4. შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს, ხოლო დიდი მოცულობის სამუშაოების შემთხვევაში შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, რომლის თაობაზეც ეცნობება ობიექტს.

5. შემოწმების დაწყებისას ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანება შემოწმების თაობაზე წარედგინება ობიექტს.

6. ზედამხედველობის ორგანოები არ ახორციელებენ იმ ობიექტების ტექნიკურ შემოწმებებს, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ ფუნქციონირება.

7. შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანება აღირიცხება ზედამხედველობის ორგანოს შემოწმებების აღრიცხვის ჟურნალში, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.

8. წლიური გეგმით განსაზღვრული შემოწმებები შესაძლებელია გადავადდეს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ გეგმით განსაზღვრულ ვადაში დაგეგმილი შემოწმებების ჩატარება ვერ ხერხდება ზედამხედველობის ორგანოსგან დამოუკიდებელი ისეთი მიზეზების გამო, რაც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის შემოწმების ჩატარებას.

9. ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნით, რომლებსაც შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის მიზნით ან პირადი ინტერესებისთვის ესაჭიროებათ დოკუმენტი მათ მფლობელობაში არსებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, ტარდება ობიექტის შემოწმება და შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა გაიცემა ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აქტი, ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად. ობიექტის  სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აქტი აღირიცხება შესაბამის ჟურნალში, რომლის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №6-ით. აღნიშნული შემოწმების შედეგად აგრეთვე შესაძლებელია ობიექტისათვის მიწერილობის შედგენა.  

10. ობიექტების დეტალური შემოწმებები ტარდება ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინსპექტორი ვალდებულია აღნიშნული ბრძანება ან მისი ასლი, სამსახურებრივ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, წარუდგინოს ობიექტის უფლებამოსილ პირს. შემოწმება შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ ბრძანებით უფლებამოსილმა ზედამხედველობის ინსპექტორებმა.

11. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, საზედამხედველო საქმიანობის ადმინისტრირება განახორციელოს შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

12. ამ წესით გათვალისწინებული ჟურნალები იწარმოება მატერიალური ფორმით, აგრეთვე შეიძლება იწარმოოს ელექტრო­ნუ­ლი ფორმით.

13. ზედამხედველობის ორგანოში მატერიალური/ელექტრონული სახით ნაწარმოები ჟურნალები და დოკუმენტები ინახება არანაკლებ 10 წლის ვადით.

14. ზედამხედველობის ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმებების შესახებ დგება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი.

მუხლი 14

1. მიწერილობა დგება ორ ეგზემპლარად და ენიჭება რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

2. შემოწმების შესახებ მიწერილობა გამოიცემა ობიექტის შემოწმების ჩატარებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა და გამოცემული მიწერილობის ერთი ეგზემპლარი, გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება ობიექტს, ხოლო მიწერილობის მეორე ეგზემპლარი  რჩება ზედამხედველობის ორგანოში.  

3. ობიექტისათვის მიწერილობის გაგზავნა შესაძლებელია ზედამხედველობის ორგანოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის ან ფოსტის მეშვეობით, აგრეთვე ზედამხედველობის ინსპექტორის მიერ ადგილზე მიტანით. მიწერილობა ზედამხედველობის ორგანოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გაგზავნისას ჩაბარებულად ითვლება, როდესაც იგი აისახება ამავე პროგრამაში ობიექტის შესაბამის ელექტრონულ გვერდზე. ფოსტის მეშვეობით მიწერილობა ობიექტს ბარდება მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე. თუ მიწერილობა ობიექტს არ ბარდება მისამართზე, ობიექტი უარს ამბობს მიწერილობის ჩაბარებაზე ან თავს არიდებს მიწერილობის ჩაბარებას, ზედამხედველობის ორგანო განმეორებით აგზავნის მიწერილობას ფოსტის მეშვეობით და მისი ობიექტზე ჩაუბარებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მიწერილობის საჯაროდ გამოცხადების შესახებ. მიწერილობის საჯაროდ გამოცხადება შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

4. ობიექტის  შემოწმების შედეგად გამოცემული მიწერილობით განისაზღვრება შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების გონივრული ვადები, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

5. მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების გონივრული ვადა  დგინდება გამოვლენილი დარღვევების ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთე­ლობაზე ზიანის მიყენების პოტენ­ცი­­ური საშიშროების, გარემოზე ან/და ქონებაზე ზეგავლენის ხარისხის, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულების სირთულის ან/და მათი შესრულებისათვის საჭირო სავარაუდო ვადების გათვალისწინებით.

6. დარღვევის ხასიათის, საშიშროებისა და შესასრულებელი ღონისძიების სირთულის გათვალისწინებით ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობისას, რომელიც გამორიცხავს მიწერილობით განსაზღვრული ღონისძიებების დადგენილ ვადაში შესრულების შესაძლებლობას, ობიექტის მფლობელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების შედეგად გამოცემული მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ვადების გაგრძელება დასაშვებია საკონტროლო შემოწმებამდე არაუმეტეს 2-ჯერ, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

7. ისეთი ნორმის/ნორმების მიღების შემთხვევაში, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს ობიექტის მიმართ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში წაყენებულ მოთხოვნას და ეს მოთხოვნა ობიექტის მიერ ჯერ არ არის შესრულებული, ზედამხედველობის ორგანოს მიერ შესაძლებელია გამოცემული მიწერილობის შესაბამისი ღონისძიების შეცვლა/გაუქმება ან/და საკონტროლო შემოწმების დროს გათვალისწინება.

8. მიწერილობა, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ, აღირიც­ხე­­ბა შესაბამის  ჟურნალში (წესის დანართი №5).

9. მიწერილობა შესაძლებელია გაუქმდეს ზემდგომი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იმ შემთხვევაში, თუ მიწერილობა შედგენილია ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე დაშვებულია არსებითი ხასიათის უზუსტობები. მიწერილობის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი გასცემს ახალ მიწერილობას.

მუხლი 15

1. ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე მტკიცდება იმ ობიექტების ნუსხა და შემოწმების გეგმა, რომელთაც მომდევნო წელს უნდა ჩაუტარდეთ  შემოწმება.

2. შესამოწმებელი ობიექტების წლიური ნუსხისა და გეგმის ცვლილება შესაძლებელია:

ა) ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების/ფუნქციონირების დაწყების გამო;

ბ) არსებული ობიექტების გაუქმების ან მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლის გამო;

გ) ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისათვის გასათვალისწინებელი სხვა გარემოებების გამო.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ნუსხისა და გეგმის დამტკიცება, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება,გადავადდეს არაუმეტეს 4 თვის ვადით, თუ ზედამხედველობის ორგანოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელია შესამოწმებელი ობიექტების წლიური ნუსხისა და გეგმის დადგენილ ვადაში შემუშავება.

თავი IV

ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა

მუხლი 16

1. ზედამხედველობის ორგანო ნორმატიულ-ტექნიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის ნაწილში, დადგენილ ვადებში  განიხილოს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაცია და მოამზადოს სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ წერილობითი დასკვნა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის ნაწილში, დადგენილ ვადებში განიხილოს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაცია და მოამზადოს სამშენებლო დოკუმენტაციის (არქიტექტურულ ნაწილში) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ წერილობითი დასკვნა. საინჟინრო სისტემების ნაწილში შესაბამისი პროექტის არარსებობის პირობებში − განსაზღვროს ვადა არაუმეტეს 6 თვისა აღნიშნული პროექტის წარსადგენად. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 6 თვით. განსაზღვრულ ვადაში საინჟინრო პროექტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის ორგანო აღნიშნულის შესახებ აცნობებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს;

დ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში და სამშენებლო ნორმებისა და წესების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს ობიექტის შემოწმება და ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა;

ე) განახორციელოს ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება.

2. ზედამხედველობის ორგანო განიხილავს სამშენებლო დოკუმენტაციას, რომელიც შემუშავებულია დადგენილი წესით და ხელმოწერილია სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტის ავტორის მიერ.

3. სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა (დადასტურება) ხორციელდება ობიექტის სამშენებლო დოკუმენტების განხილვისა და ანალიზის შეფასების საფუძველზე.

4. ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის შესახებ დასკვნა გაიცემა არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ტექნიკურად რთული პროექტის შემთხვევაში, განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 15 სამუშაო დღით.

5. ზედამხედველობის ორგანოში ნორმატიულ-ტექნიკურ სამუშაოს ახორციელებენ ზედამხედველობის ინსპექტორები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 17

მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს, ზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობისას, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ან ობიექტის მიმართვას თან უნდა ერთოდეს:

ა) ობიექტისა და მისი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების დაპროექტების დოკუმენტაცია;

ბ) ამ ობიექტთან დაკავშირებით, ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადრე გაცემული დასკვნები, წერილები თუ რეკომენდაციები;

გ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის შემწოვი, დამწნევი და გამანაწილებელი მილგაყვანილობის გამორეცხვისა და ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების საშედეგო დოკუმენტაცია (ასეთი სისტემის არსებობისას);

დ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის (ასეთი სისტემის არსებობისას) დამმონტაჟებელი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტურად გაფორმებული სისტემის ინსპექტირებისა და შემოწმების წესი (აღნიშნული „წესი“ უნდა შეიცავდეს დეტალურ ინსტრუქციას იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა შესრულდეს ავარიების, სისტემის ამუშავებისა და ტუმბოების ხელით ავარიული გაშვების დროს, ასევე დეტალურ ინფორმაციას სისტემის  ტექნიკური მომსახურების  შესახებ);

ე) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების, დამმონტაჟებელი ორგანიზაციების მიერ გამოცდის ჩატარებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია.

თავი V

ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება

მუხლი 18

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების  შესაბამისად.

2. საკონტროლო შემოწმების შედეგად გამოვლენილი, მიწერილობაში მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესაბამის ვადებში შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის  ჟურნალში.

მუხლი 19

1. ზედამხედველობის ინსპექტორი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და საზედამხედველო ობიექტის მფლობელს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.

2. მრავალფუნქციური შენობის შემთხვევაში,  მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორი ან მეტი ფუნქციის მქონე სივრცეს, თუმცა თითოეული მათგანი ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაშია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სივრცის მფლობელს.

3. მრავალფუნქციური კომპლექსის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი მოიცავს არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ორ ან მეტ შენობას/სივრცეს (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა), ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული შენობის/სივრცის მფლობელს.

4. 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორი ან მეტი ფუნქციის მქონე სივრცეს, თუმცა თითოეული მათგანი ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაშია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სივრცის მფლობელს.

5. სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორ ან მეტ სავაჭრო სივრცეს, თუმცა ამ სავაჭრო სივრცეებისათვის გამოყოფილი ტერიტორია (ქონება) არ არის მოქცეული ერთიანი მმართველობის ქვეშ და არის ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სავაჭრო სივრცის მფლობელს.

6. სავაჭრო კომპლექსის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ფაქტობრივად მოიცავს ორ ან მეტ სავაჭრო შენობას, თუმცა ამ სავაჭრო სივრცეებისათვის გამოყოფილი ტერიტორია (ქონება) არ არის მოქცეული ერთიანი მმართველობის ქვეშ და არის ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაბამისი სავაჭრო სივრცის მფლობელებს.

მუხლი 20

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვე­ვების საქმე­­ების წარმოებისას ზედამხედველობის ინსპექტორები ასევე უზრუნველყოფენ:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამართალდარღვევებზე საჯარიმო სანქცი­ების აღსრულებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვე­ვების საქმეების რეგისტრაციასა და სამართალდარღვევების პრაქტიკის ანალიზს.

თავი VI

ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების წესი

მუხლი 21

1. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, რეაგირების ზომად გამოიყენოს სასამართლოსათვის მიმართვა ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების შეჩერების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

2. ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების შეჩერების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვაში აისახება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც დაირღვა.

მუხლი 22

1. ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის საქმიანობის შეჩერება ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით (ბრძანებით).

2. სასამართლოს ბრძანებას, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, აღასრულებს ზედამხედველობის ინსპექტორი.

3. ზედამხედველობის ინსპექტორი, სასამართლოს ბრძანების აღსრულების მიზნით, ლუქავს შესაბამის ობიექტს, შენობა-ნაგებობას, საწარმოო უბანს, აგრეგატს ან/და სათავსს ან აჩერებს ცალკეულ სამუშაოებს და ადგენს სასამართლოს ბრძანების აღსრულების ოქმს (წესის დანართი №3).

4. ზედამხედველობის ორგანო, სასამართლოს ბრძანების აღსრულების შემდეგ, უფლებამოსილია, ობიექტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, განიხილოს ობიექტის შესაძლებლობები, მზადყოფნა და შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ობიექტს მისცეს უფლება მიწერილობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისათვის შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად. 

5. ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის დასრულების შემდეგ, ზედამხედველობის ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ობიექტის საქმიანობის შეჩერების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმებისა და ობიექტის საქმიანობის განახლების თაობაზე.

თავი VII

საკონსულტაციო ჯგუფი

მუხლი 23

1. იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გადახვევით/შეუსაბამობით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც მოწყობილია უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და ამ შენობა-ნაგებობების/სისტემების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის საჭიროა სპეციალური ტექნიკური გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შესაძლებელია, შეიკრიბოს სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს საერთაშორისო ან/და სხვა ორგანიზაციების, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

2. აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს ტექნიკურად რთული შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციას, რომლებიც შემუშავებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გადახვევით და ამ დოკუმენტაციების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის საჭიროა სპეციალური ტექნიკური გადაწყვეტილების მიღება.

3. ჯგუფი უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი ობიექტის მფლობელისაგან, სახელმწიფოსგან ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან.

მუხლი 24

1. ჯგუფი განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას ანალიზს უკეთებს:

ა) ობიექტის სახანძრო საშიშროებას;

ბ) ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და პრიორიტეტულობას;

გ) ადამიანთა გადარჩენის შესაძლებლობას;

დ) სახანძრო დაცვის დანაყოფების ხანძრის კერასთან მისვლისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების მიწოდების შესაძლებლობას, მათი განლაგებისა და ტექნიკური აღჭურვის გათვალისწინებით;

ე) ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობას მესამე პირზე,  ადამიანებისა და ქონებრივი კომპლექსის ჩათვლით.

2. ობიექტის სახანძრო საშიშროებისა და ხანძარსაწინააღ­მდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის განვითარების, ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელებისა და ადამიანთა ევაკუაციის საანგარიშო სცე­ნარები და რისკის შეფასების მეთოდები, მათ შორის, მესამე პირთათვის.

მუხლი 25. ჯგუფის მიერ მიღებული სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რასაც ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი და დამსწრე წევრები. ჯგუფის წევრს უფლება აქვს, საკუთარი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

დანართი №1

 

სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ზედამხედველობის

მიწერილობა №

 

--------------------                                                                                               ---/---/20__ წ.

     გამოცემის ადგილი

 

ობიექტის დასახელება:

 

ობიექტის მისამართი:

 

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

ობიექტის მფლობელი/მესაკუთრე:

 

ობიექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:

 

შემოწმებაში მონაწილე ობიექტის წარმომადგენელი:

 

ობიექტის შემოწმების განმახორციელებელი ზედამხედველობის ინსპექტორ(ებ):

 

შემოწმების სახე:

 

შემოწმების თარიღი:

 

ობიექტის შემოწმების საფუძველი:

 

შემოწმების (გამოკვლევისდროს  გამოვლენილი  სახანძრო  უსაფრთხოების  მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის   33- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 34- მუხლისდაქვეპუნქტების შესაბამისად, სავალდებულოა შემდეგი  ღონისძიებების შესრულება:

 

ღონისძიებების დასახელება

შესრულების ვადა

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნულ მიწერილობაში მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შესაბამის ვადებში შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, რეაგირების ზომად გამოიყენოს სასამართლოსათვის მიმართვა ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების შეჩერების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე (ცხელი ხაზის ნომერი: -------------; ელექტრონული ფოსტის მისამართი: ------------------).

 

 

ზედამხედველობის ინსპექტორი:                                                  ხელმოწერა

 

_____________       _______________________                                                    _____________       __

               ინსექტორის  გვარი, სახელი                                                                                             ხელმოერა                

_____________       _______________________                                                    ______________      __

ინსექტორის  გვარი, სახელი                                                                                              ხელმოერა

 

დანართი №2

 

სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე

 ზედამხედველობის მიწერილობის შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგები 

 

--------------------                                                                                                  --/--/20__ წ.

     გამოცემის ადგილი

 

ობიექტის დასახელება:

 

ობიექტის მისამართი:

 

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

ობიექტის მფლობელი/მესაკუთრე:

 

ობიექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:

 

შემოწმებაში მონაწილე ობიექტის წარმომადგენელი:

 

ობიექტის შემოწმების განმახორციელებელი ზედამხედველობის ინსპექტორ(ებ):

 

შემოწმების სახე:  საკონტროლო

 

შემოწმების თარიღი:

 

ობიექტის შემოწმების საფუძველი:

 

მიწერილობის ნომერი და შედგენის თარიღი:

 

 

ღონისძიებების დასახელება

შესრულების ვადა

შესრულების სტატუსი

 

 

 

 

 

ზედამხედველობის ინსპექტორი:                                                                              ხელმოწერა

_____________       _______________________                                                   ___________           __

               ინსექტორის  გვარი, სახელი                                                                            ხელმოერა                

_____________       _______________________                                                       __________   _        __

ინსპექტორის  გვარი, სახელი                                                                                              ხელმოწერა

 

დანართი  №3

 

სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის

სახანძრო შემოწმების და გამოკვლევის

 

  № __

 

 

--------------------                                                                                                  --/--/20__ წ.

     გამოცემის ადგილი

 

ობიექტის დასახელება:

 

ობიექტის მისამართი:

 

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

ობიექტის მფლობელი/მესაკუთრე:

 

ობიექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:

 

შემოწმებაში მონაწილე ობიექტის წარმომადგენელი:

 

ობიექტის შემოწმების განმახორციელებელი ზედამხედველობის ინსპექტორ(ებ):

 

შემოწმების თარიღი:

 

ობიექტის შემოწმების საფუძველი:

 

ობიექტის შენობა-ნაგებობები, რაზედაც ჩატარდა სახანძრო შემოწმება, გამოკვლევა:

 

ჩატარებული სახანძრო შემოწმების (გამოკვლევის) საფუძველზე შედგა წინამდებარე აქტი:

 

 

1. ობიექტზე (შენობა-ნაგებობა) სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების ანალიზი და შეფასება:

 

(აღინიშნება სახანძრო უსაფრთხოების საორგანიზაციო ღონისძიებათა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების, ბრძანებების, ინსტრუქტაჟების შესაბამისი ინსტრუქციების და სხვათა არსებობა. შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.)

                                                                                                                                                                                        

 

                                                                                                                                                                                         

 

 

2. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების არსებობა და შეფასება:

 

(აღინიშნება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების არსებობა და შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

 

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                         

 

 

3. ობიექტის (შენობა-ნაგებობა) საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების შეფასება:

 

(აღინიშნება ობიექტის საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

 

                                                                                                                                                                                        

 

                                                                                                                                                                                        

 

4. ელექტრომოწყობილობების და ელექტროქსელების მდგომარეობის შეფასება:

 

(აღინიშნება ელექტრომოწყობილობების და ელექტროდანადგარების მოწყობის შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან, ელექტროქსელების მონტაჟის და ექსპლუატაციის მდგომარეობა და სხვ)

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                        

 

 

5. კვამლსაწინააღმდეგო  ვენტილაციის და გათბობის სისტემების მდგომარეობის შეფასება:

 

(აღინიშნება სავენტილაციო კამერების, მზღუდავი კონსტრუქციების, არხების, ჰაერსატარების ცეცხლმედეგობის ხარისხის, გაყვანისა და მონტაჟის, აგრეთვე თბომაგენერირებელი სისტემების მოწყობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

                                                                                                                                                                                         

                                                                                                                                                                                         

 

 

6. სახანძრო სიგნალიზაციის  მდგომარეობის შეფასება:

(აღინიშნება სახანძრო სიგნალიზაციის საჭიროება, მდგომარეობა, მისი ექსპლუატაციის წესების დაცვა და შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                         

           

7. ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის  სისტემების მდგომარეობის შეფასება:

 

(აღინიშნება ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის  სისტემების საჭიროება,  მდგომარეობა, მისი ექსპლუატაციის წესების დაცვა, საევაკუაციო განათების არსებობა და მდგომარეობა, ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმების არსებობა, საევაკუაციო გზების მანიშნებელი ნიშნების არსებობა. შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

                                                                                                                                                                                         

   

                                                                                                                                                                                        

 

 

8. ობიექტის ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების მდგომარეობის შეფასება:

 

(აღინიშნება ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების საჭიროება, არსებულის მდგომარეობა, მისი ექსპლუატაციის წესების დაცვა და შესაბამისობა  ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

 

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                         

 

 

9. ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების შეფასება:

 

(აღინიშნება შიდა და გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობა, საჭიროება და მათი შესაბამისობა  ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

 

                                                                                                                                                                                         

 

                                                                                                                                                                                         

 

 

10. აფეთქებახანძარსაშიში ნივთიერებათა შენახვის პირობების შეფასება:

 

(აღინიშნება აფეთქებახანძარსაშიში ნივთიერებათა შენახვის პირობები და მათი შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან)

_________      _______                                                                                                          _           _   

 

_________      _______                                                                                                            _           _   

 

 

შენიშვნა:

 

(აღინიშნება სხვა დამატებით გამოვლენილი გარემო ფაქტორები)

 

                                                                                                                                                                                          

 

                                                                                                                                                                                         

 

შემაჯამებელი შეფასება ობიექტის შესაბამისობის შესახებ:

 

 

 

შეესაბამება     □                                                           არ შეესაბამება    

 

 

 

ხელმოწერა:________________________ 

 

ხელმოწერა:________________________ 

 

დანართი №4

 

ოქმი

ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და სასამართლოს  ბრძანების სისრულეში მოყვანის შესახებ

 

--------------------                                                                                                  --/--/20__ წ.

     გამოცემის ადგილი

 

ობიექტის დასახელება:

 

ობიექტის მისამართი:

 

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

ობიექტის მფლობელი/მესაკუთრე:

 

ობიექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:

 

შემოწმებაში მონაწილე ობიექტის წარმომადგენელი:

 

ობიექტის შემოწმების განმახორციელებელი ზედამხედველობის ინსპექტორ(ებ):

 

სასამართლოს დასახელება და ბრძანება:

 

შეჩერების ტიპი:  მთლიანი /ნაწილობრივი

 

სასამართლო ბრძანების მოქმედებაში მოყვანის ხერხი:

_________________________________________________________________ ____________________________

(ლუქის/ბეჭდის დადება და სხვა)

 

ობიექტის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს განემარტა, რომ სასამართლოს ბრძანების სისრულეში მომყვანი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე ბეჭდის (ლუქის) დაზიანება ან/და ახსნა, აგრეთვე სასამართლო ბრძანებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა/შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა: …………….

 

დამსწრე პირთა ხელმოწერები: ………………

 

ოქმის ეგზემპლარი მიიღო: …………………

 

დანართი №5 

                                                                                                                                                                                   

ზედამხედველობის ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმებების აღრიცხვის ჟურნალი

 

ზედამხედველობის ობიექტის დასახელება

ობიექტის

მისამართი

ობიექტის კატეგორია

შემოწმების სახე და თარიღი

მიწერილობის ნომერი და თარიღი

შემოწმების შესახებ ბრძანების N და თარიღი

შემოწმების

უფლებამოსილების

მქონე

პირების სახელი,

გვარი, თანამდებობა

ობიექტის

ხელმძღვანელის/

პასუხისმგებელი

პირის

სახელი,

გვარი,

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №6     

სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან  ობიექტების შესაბამისობის (შეუსაბამობის) შესახებ გაცემული დასკვნების აღრიცხვის ჟურნალი

 

ობიექტის დასახელება

ობიექტის

მისამართი

ობიექტის კატეგორია

შემოწმების თარიღი

შესაბამისობის დასკვნის ნომერი და თარიღი

შესაბამისობის აქტის N და თარიღი

შემოწმების უფლებამოსილების მქონე პირების სახელი, გვარი, თანამდებობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9