„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018176
68/ნ
14/06/2022
ვებგვერდი, 15/06/2022
430060000.22.022.018176
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №68/ნ

2022 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017992) დამტკიცებულ „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. ხარისხის განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. ხარისხის განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ - „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების,  ასევე იმ გადაწყვეტილების, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.  მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის, რომელიც იწვევს ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“– „ვ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ – „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის  სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან,  ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).“.

6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში.“.

7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან,  ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის/მიღების შესახებ სისტემაში შესატანი კონკრეტული ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი პირები და მათი კონკრეტული ვალდებულებები განისაზღვრება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით.“.

9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით, გარდა ამავე ბრძანების 24-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა.“.

10 . მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი