ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016001
28
06/06/2022
ვებგვერდი, 10/06/2022
000000000.00.107.016001
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  №28

2022  წლის  6 ივნისი 

ქ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის  39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების 1%-ის 2021 წლის 20 ივლისის N72 განცხადების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 19 აპრილის №31 სხდომის ოქმის საფუძველზე  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის  39-ე ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „ეთერ დადიანი“-ს სახელი (ორთოფოტი თან ერთვის).

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების  და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                          შოთა წურწუმია