დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 07/01/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.11.111.005.620 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.111.005.620
საქართველოს სახელმწიფოუშიშროების მინისტრის
ბრძანება №61
2002 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზების შესახებ
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების“ 21-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად:
ვბრძანებ:
1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების გაუმჯობესების სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების სრულყოფისა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, გამოძიებისა და მოკვლევის მასალების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით სამინისტროს თანაშრომელთა (მინისტრისა და მისი მოადგილეების გარდა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა (ინტერვიუს მიცემა, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტების კომენტირება და ა.შ.) განხორციელდეს მხოლოდ სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს მეშვეობით.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სამინისტროს ადინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების ბიუროსათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
3. ბრძანების მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესით.
4. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგნლობას.
5. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე -10 დღეს.
ვ. ხაბურძანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები