დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 09/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016025 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) 109-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 31 მარტამდე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების დასრულების შემდეგ შეკითხვების დასმის უფლება აქვთ: კომიტეტის, ფრაქციის და უმაღლესი საბჭოს წევრებს.“; გ) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 -6 პუნქტები: „4. კომიტეტის, ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვთ შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. 5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. 6. განხილვის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
9 ივნისი 2022 წ. ქ. თბილისი N18-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები