დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-50/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016979 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის №01-48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– ინფორმაციული
ტექნოლოგიების
სააგენტოს
დებულების
დამტკიცების
შესახებ
‘‘ საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა
, შრომის
, ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
მინისტრის
2021 წლის
19 მაისის
№01-48/ნ
ბრძანებაში
(www.matsne.gov.ge;
19/05/2021, 040030000.22.035.016875) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
ბრძანებით
დამტკიცებული
დებულების
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ1) ხელშეკრულებების (კონტრაქტების, მემორანდუმებისა და სხვა) დადება, რომლებიც უკავშირდება სამინისტროსა და მის მართვაში არსებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“, ასევე, მის სახელმწიფო კონტოლს ქვეშ დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჭიროებებისათვის, სამინისტროს/სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში (სერვერებზე) განთავსებული სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადმინისტრირებადი ელექტრონული ბაზებიდან მონაცემების გაცემის (მონაცემებზე დაშვება და ა.შ.) და/ან მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს. ასევე, იმ ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და ა.შ. დადება, რომლებიც უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ და სსიპ – ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან“, სამინისტროსა, მის მართვაში არსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჭიროებებისათვის, მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში (კონტრაქტებს, მემორანდუმებსა და სხვა) შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს“;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები