დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-54/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016982 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2019; 040030000.22.035.016618) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების:
1) მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საგანგებო სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის, ცენტრის სასწრაფო სამედიცინო მზადყოფნის უზრუნველყოფა, მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების მიწოდებისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, მათ შორის საველე დონეზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (EMT – 1 (Emergency Medical Team) ფიქსირებული ჯგუფის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;“. 2) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ჟ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჟ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ჟ1) უფლებამოსილია, ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში განსაზღვროს/დაადგინოს ცენტრის თანამშრომელთათვის ერთჯერადი ხასიათის დახმარების გაცემის წესი და პირობები;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები