დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 299 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.023511 |
|
„ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2011, 470030000.10.003.016480) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობა (მოწყობილობა) წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს და მათ ზედამხედველობას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედელობის სააგენტო.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ტექნიკური რეგლამენტი − ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ
|
მუხლი 1. საგანი
ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილ ახალ საბაგირო მოწყობილობებზე, არსებული საბაგირო მოწყობილობების იმგვარ მოდიფიკაციაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას, ასევე საბაგირო მოწყობილობების ქვესისტემებსა და უსაფრთხოების კომპონენტებზე. ტექნიკური რეგლამენტი აწესებს მოთხოვნებს საბაგირო მოწყობილოებების დაპროექტების, აგების და ექსპლუატაციაში გაშვების მიმართ.
მუხლი 2. მოქმედების სფერო 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება მისი ძალაში შესვლის შემდეგ ასაგებად და ექსპლუატაციაში გასაშვებად განკუთვნილ საბაგირო მოწყობილობებზე, ბაზარზე განთავსებულ საბაგირო მოწყობილობების ქვესისტემებსა და უსაფრთხოების კომპონენტებზე. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება: ა) „ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებით გათვალისწინებულ მოწყობილობებზე; ბ) ისტორიული, კულტურული ან მემკვიდრეობის დანადგარები, რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდა 2011 წლის 15 აგვისტომდე და რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, და რომლებსაც არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები დიზაინში ან მშენებლობაში, მათ შორის, ქვესისტემებსა და მათთვის სპეციალურად შექმნილ უსაფრთხოების კომპონენტებში; გ) სოფლის მეურნეობის და სატყეო მიზნით განკუთვნილ მოწყობილობებზე; დ) საბაგირო მოწყობილობა მთის თავშესაფრებისა და ქოხების მომსახურებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ საქონლისა და კონკრეტულად დანიშნული პირების ტრანსპორტირებისთვის; ე) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტაციონარულ ან მოძრავ მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია გასართობი მიზნებისათვის და არა ადამიანთა გადასაყვანად; ვ) სამთომომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების მოწყობილობებზე; ზ) მოწყობილობებზე, სადაც მომხმარებლები ან მათი გადამყვანი გადაადგილდება წყლის მეშვეობით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბაგირო მოწყობილობა – ადგილზე არსებული მთელი სისტემა, რომელიც შედგება ინფრასტრუქტურისა და ქვესისტემებისგან, რომელიც დაპროექტებულია, აშენებულია, აწყობილი და ექსპლუატაციაში შესულია ადამიანების ტრანსპორტირების მიზნით, სადაც გადაადგილება უზრუნველყოფილია გადასაადგილებელი ხაზის გასწვრივ განლაგებული ბაგირებით. ბ) ქვესისტემები – ტექნიკური რეგლამენტის I დანართში ჩამოთვლილი სისტემები ან მათი კომბინაცია, რომელიც გამიზნულია საბაგირო მოწყობილობაში ინსტალაციისათვის. გ) ინფრასტრუქტურა – ნიშნავს სადგურის ნაგებობას ან ხაზის გასწვრივ ნაგებობას, რომელიც სპეციალურად შექმნილია თითოეული საბაგირო მოწყობილობისათვის და აშენებულია ადგილზე, რომელიც ითვალისწინებს სისტემის განლაგებას და მონაცემებს და რომელიც საჭიროა საბაგირო გზის მშენებლობისა და მუშაობისთვის მისი საძირკვლის ჩათვლით; დ) უსაფრთხოების კომპონენტი – ნებისმიერი კომპონენტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ქვესისტემაში ან საბაგირო მოწყობილობაში დასამონტაჟებლად და განკუთვნილია უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველსაყოფად და რომლის გაუმართაობის შემთხვევაშიც საფრთხე ექმნება მგზავრების, ოპერატორების ან მესამე პირების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. ე) ქმედითობა – ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ზომა, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობის დაპროექტებასა და გამართვაზე და აუცილებელია მოწყობილობის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. ვ) გამძლეობა – ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ზომა, რომლებიც გავლენას ახდენს დაპროექტებასა და განხორციელებაზე და აუცილებელია კონსტრუქციის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოწყობილობის უსაფრთხო მუშაობა. ზ) ბაგირგზა – საბაგირო მოწყობილობა სადაც კაბინები დაკიდებულია და გადაადგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით. ამგვარი ბაგირგზა შესაძლოა იყოს მათ შორის გონდოლებიანი ან სავარძლიანი საწეველებით; თ) სათრეველა საწეველა –საბაგირო მოწყობილობა, როდესაც მგზავრი შესაბამისი აღჭურვილობით გადაადგილდება ბაგირის საშუალებით; ი) ფუნიკულიორის რკინიგზა – საბაგირო მოწყობილობა, რომელშიც გადამზიდავები გადაადგილდებიან ერთი ან მეტი ბაგირით ლიანდაგის გასწვრივ, რომელიც შეიძლება მიწაზე იყოს განთავსებული ან დაეყრდნოს ფიქსირებულ სტრუქტურებს; კ) ექსპლუატაციაში გაშვება – საბაგირო მოწყობილობის მუშაობის დაწყება ადამიანების გადაყვანის აშკარა მიზნით; ლ) მწარმოებელი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ამზადებს ქვესისტემებს ან უსაფრთხოების კომპონენტებს ან ამზადებინებს ქვესისტემებს ან უსაფრთხოოების კომპონენტებს და ახდენს აღნიშნულის თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზაციას ან ახდენს აღნიშნული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ინკორპორირებას საბაგირო მოწყობილობაში; მ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში შესაბამისი ფორმით დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად; ნ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას; ო) დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტს ბაზარზე; პ) ეკონომიკური ოპერატორი – ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი; ჟ) ტექნიკური სპეციფიკაციები – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბაგირო მოწყობილობა, ინფრასტრუქტურა, ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი; რ) გამოთხოვა – ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დაბრუნებას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საბაგირო მოწყობილობაზე პასუხისმგებელი პირისთვის. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.
მუხლი 4. ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსება ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბაზარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
მუხლი 5. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვება 1. საბაგირო მოწყობილობების ექსპლუატაციაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ან ქონებას, მათი დანიშნულების შესაბამისად დამონტაჟების, მოვლის და ოპერირების შემთხვევაში. 2. ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები უნდა დამონტაჟდეს საბაგირო მოწყობილობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ, რომ საბაგირო მოწყობილობა შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ან ქონებას, მათი დანიშნულების შესაბამისად დამონტაჟების, მოვლის და ოპერირების შემთხვევაში. 3. საბაგირო მოწყობილობები, რომლებიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიიჩნევა, რომ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებულ არსებით მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით. 4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა საბაგირო მოწყობილობების გამოყენებნისას, მოსარგებლე პირების დაცვისთვის, იმ პირობით, რომ არ მოხდება საბაგირო მოწყობილობების ამ ტექნიკური რეგლამენტით გაუთვალისწინებელი მოდიფიცირება.
მუხლი 6. ძირითადი მოთხოვნები საბაგირო მოწყობილობა, მისი ინფრასტრუქტურა, ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 7. უსაფრთხოების ანალიზი 1. საბაგირო მოწყობილობის განთავსებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა დაგეგმილი საბაგირო მოწყობილობისათვის უზრუვნველყოს უსაფთხოების ანალიზის ჩატარება. 2. თითოეული საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოების ანალიზისას: ა) მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა სამუშაო რეჟიმი; ბ) გამოყენებული უნდა იქნეს აღიარებული ან დადგენილი მეთოდი; გ) გათვალისწინებულ უნდა იქნეს საბაგირო მოწყობილობის სირთულე და ტექნოლოგიური განვითარების დონე; დ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ საბაგირო მოწყობილობის პროექტი და კონფიგურაცია ითვალისწინებდეს ადგილობრივ გარემოსა და ყველაზე არასასურველ სიტუაციებს უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელი პირობების უზრუნველსაყოფად; ე) გათვალისწინებული უნდა იყოს საბაგირო გზის დამონტაჟების უსაფრთხოების ყველა ასპექტი და მისი გარე ფაქტორები დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის კონტექსტში; ვ) წარსული გამოცდილებით შესაძლებელი უნდა იყოს საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი რისკების დადგენა. 3. ანალიზი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მოწყობილობების ანალიზს და ასევე მათი ზემოქმედების ანალიზს საბაგირო მოწყობილობასა და მასთან დაკავშირებულ ქვესისტემებზე. საბაგირო მოწყობილობა ისე უნდა იყოს გაშვებული ექსპლუატაციაში, რომ: ა) უსაფრთხოების მოწყობილობებს შეეძლოთ რეაგირება გამოვლენილ პირველად გაუმართაობაზე ან ავარიაზე ისე, რომ მუშაობის შენელების ან საავარიო შეჩერების რეჟიმის გამოყენებით შენარჩუნებულ იქნეს უსაფრთხოება; ბ) უსაფრთხოების მოწყობილობები წარმოადგენდნენ სარეზერვო ნაწილს და ექვემდებარებოდნენ კონტროლს; გ) შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების მოწყობილობების სავარაუდო გაუმართაობის შეფასება და ისინი იყვნენ იმ უსაფრთხოების მოწყობილობის ეკვივალენტური, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. უსაფრთხოების ანალიზი უნდა იქნეს გამოყენებული რისკებისა და საფრთხის შემცველი გარემოებების ანალიზისა და სიის შემუშავებისათვის, რათა უზრუნველყოს ამ რისკების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების შემოთავაზება და იმ ქვესისტემების და უსაფრთხოებს კომპონენტების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა იქნეს დამონტაჟებული საბაგირო მოწყობილობაში. 5. უსაფრთხოების ანალიზის შედეგები უნდა შეჯამდეს უსაფრთხოების შესახებ ანგარიშში.
მუხლი 8. საბაგირო მოწყობილობის განთავსების პირობები 1. პირი, რომელიც პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის მონტაჟზე, ვალდებულია წარმოადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლში მითითებული უსაფრთხოების ანგარიში, შესაბამისობის დეკლარაცია და ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები. აგრეთვე საბაგირო მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაცია საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოში. საბაგირო მოწყობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ასევე უნდა შეიცავდეს საჭირო პირობებს, მათ შორის, ექსპლუატაციის შეზღუდვებს და საბაგირო მოწყობილობის მომსახურების, ზედამხედველობის, რეგულირებისა და მოვლის დეტალებს. ამ დოკუმენტების ასლი უნდა ინახებოდეს საბაგირო გზის საოპერატორო სადგურში. 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებული საბაგირო მოწყობილობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტები განიცდიან ცვლილებებს, რომლისთვისაც მოითხოვება ხელმეორედ ესპლუატაციაში მიღება, ეს ცვლილებები და მათი გავლენა საბაგირო გზის მონტაჟზე მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენება არ უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საფუძვლით ისეთი საბაგირო მოწყობილობის მშენებლობის ან/და ექსპლუატაციაში შესვლის აკრძალვის, შეზღუდვის ან ხელის შეშლისთვის, რომლებიც მათი დანიშნულებით გამოყენებისას შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს და არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ან საკუთრებისთვის. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენება არ უნდა მოხდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისი ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტების მიმოქცევის აკრძალვის, შეზღუდვის ან შეფერხების მიზნით.
მუხლი 9. საბაგრო მოწყობილობების ექსპლუატაცია 1. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების ანგარიშში მითითებულ პირობებს. 2. თუ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ექსპლუატაციაში მიღებული საბაგირო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მისი დანიშნულებისამებრ, საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ან საკუთრებას, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა რათა შეზღუდოს ან აკრძალოს საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია.
მუხლი 10. მწარმოებლის ვალდებულებები 1. როდესაც მწარმოებელი ახორციელებს ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებას ან მათ საბაგირო მოწყობილობაში ინკორპორირებას, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ისინი დაპროექტებულია და წარმოებულია ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად. 2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია და უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. როდესაც ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან დადასტურებულია ამ პუნქტში აღნიშნული პროცედურით, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. 3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. 4. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას წარმოებული პროდუქტი ინარჩუნებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ შემთხვევაში მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს პროდუქტის დიზაინში ან მახასიათებლებში და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ მარეგულირებელ ნორმებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც დადასტურებულია შესაბამისობა. მწარმოებელი ვალდებულია, ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მიერ შექმნილი რისკის გათვალისწინებით აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შემცველი რეესტრი. მწარმოებელი ვალდებულია ამ პუნქტში აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორს. 5. მწარმოებელი ვალდებულია ქვესისტემაზე და უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც იძლევა პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დაიტანება შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. 6. მწარმოებელი ვალდებულია ქვესისტემაზე და უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, საფოსტო მისამართი, რომელზეც მასთან დაკავშირება არის შესაძლებელი, მისამართი უნდა უთითებდეს კონკრეტულ ადგილს, სადაც შესაძლოა მწარმოებელთან დაკავშირება. პროდუქტზე დატანის შეუძლებლობის შემთხვევაში ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დაიტანება შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. თუ მწარმოებელი უთითებს ვებგვერდის მისამართს, მან უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ახლდება შესაბამისად. 7. მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ ქვესისტემას და უსაფრთხოების კომპონენტს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე და ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინსტრუქციები, შედგენილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და გასაგებად. ამასთან, თუ დიდი რაოდენობით ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტები გადაეცემა ერთ ეკონომიკურ ოპერატორს ან მომხმარებელს, შესაბამის პარტიას ან ტვირთს შეიძლება თან ახლდეს შესაბამისობის დეკლარაციის ერთი ასლი. 8. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა მოიყვანოს ის შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან შეუსაბამო ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 9. მწარმოებელი ვალდებულია ინსპექტირების ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონულადაც. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 11. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები 1. მწარმოებელი უფლებამოსილია წერილობითი მინდობილობის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელსაც ექნება მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უფლებამოსილებისა. 2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მისთვის მწარმოებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილები, აღნიშნული უფლებამოსილებები უნდა მოიცავდეს: ა) შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისი ინსპექტირების ორგანოებისთვის მისაწოდებლად ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში; ბ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ინსპექტირების ორგანოს სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დემონსტრირებისათვის; გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოსთან, ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვესისიტემით ან უსაფრთხოების კომპონენტით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 12. იმპორტიორის ვალდებულებები 1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისი ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები. 2. იმპორტიორი ვალდებულია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები, შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, პროდუქტზე დატანილია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი ინფორმაცია, თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ასევე, მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორი ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი ბაზარზე ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და შესაბამის ინსპექტირების ორგანოს. 3. იმპორტიორი ვალდებულ ქვესისტემაზე და უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლების გამო აღნიშნული შეუძლებელია, ამ პუნქტში მოცემული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქვესისტემის და უსაფრთხოების კომპონენტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. თუ იმპორტიორი უთითებს ვებგვერდის მისამართს მან უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ახლდება შესაბამისად. 4. იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ქვესისტემას და უსაფრთხოების კომპონენტს თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე. 5. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქვესისტემისა და უსაფრთხოების კოომპონენტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ უქმნის მათი ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 6. რისკის შემცველი ქვესსტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, იმპორტიორი ვალდებული, მგზავრების, ოპერატორებისა და მესამე პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმება, გამოიკვლიოს, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამობების და პროდუქტების ამოღების ან/და გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შემცველი რეესტრი და დისტრიბუტორებს აცნობოს ნებისმიერი მსგავსი ტიპის მონიტორინგის შედეგების თაობაზე. 7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას, ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში ვალდებულია ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 8. იმპორტიორი ვალდებულია შეინახოს შესაბამისი ინსპექტირების ორგანოსთვის წარსადგენად შესაბამისობის დეკლარაცია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. 9. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ინსპექტირების ორგანოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის შესაბამისობის დასადასტურებლად ელექტრონულად ან მატერიალურად. ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის იმპორტორი ვალდებულია ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვესისტემის ან უსაფრთრხოების კომპონენტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 13. დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. დისტრუბუტორი ვალდებულია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. დისტრიბუტორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ ქვესისტემაზე და უსაფრთხოების კომპონენტზე დატანილია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე. ასევე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომა ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. იმ შემთხვევაში, როდესაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მწარმოებელს და იმპორტიორს და ასევე შესაბამის ინსპექტირების ორგანოს. 3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქვესისტემა და უსაფრთხოების კომპონენტი ინარჩუნებდეს ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგალმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში პროდუქტი გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 5. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტირების ორგანოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც აუცილებელია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 14. მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე იმპორტიორი და დისტრიბუტორი ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ჩაითვლება მწარმოებლად და მათზე გავრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ მიერ პროდუქტი ბაზარზე განთავსდა საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშანით ან განხორციელდა ბაზარზე განთავსებული პროდუქტის იმგვარი გადაკეთება, რამაც ზეგავლენა მოახდინა ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მუხლი 15. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის მისთვის მიწოდებიდან ან მის მიერ სხვა პირისათვის ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის მიწოდებიდან 30 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი; ბ) ნებისმიერი პირის, რომელიც პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობაზე ან ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი.
მუხლი 16. შესაბამისობის პრეზუმფცია ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტები, რომელიც შეესაბამება სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელოებისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები.
მუხლი 17. შესაბამისობის შეფასების პროცედურები 1. ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი ვალდებულია წარადგინოს ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შესაბამისობის შეფასების პროცედურის გასავლელად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობა უნდა შეფასდეს მწარმოებლის არჩევით, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი შესაბამისობის შეფასების პროცედურით: ა) ტიპის გამოცდა (მოდული B - წარმოების ტიპი), რომელიც მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის III დანართში, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროცედურასთან ერთად: ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში განსაზღვრული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა (მოდული D); ა.ბ) ტექნიკური რეგლამენტის V დანართში განსაზღვრული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დამოწმებაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა (მოდული F); ბ) ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მოცემული ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობა (მოდული G); გ) ტექნიკური რეგლამენტის VII დანართში მოცემული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა პროექტის შემოწმებასთან ერთად (მოდული H 1). 3. შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებული ჩანაწერები და კორესპონდენცია შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
მუხლი 18. შესაბამისობის დეკლარაცია 1. ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაცია უნდა უთითებდეს რომ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. 2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ტექნიკური რეგლამენტის IX დანართში მოცემული სტრუქტურა, უნდა შეიცავდეს ტექნიკური რეგლამენტის III – VII დანართებში მითითებულ შესაბამის ელემენტებს და მუდმივად ახლდებოდეს. იგი უნდა შედგეს ან ითარგმნოს და ნოტარიულად იქნეს დამოწმებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. 3. თუ ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი ექვემდებარება ერთზე მეტ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, უნდა შედგეს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია ყველა ასეთი ტექნიკური რეგლამენტისათვის. ეს დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. 4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენისას მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მუხლი 19. ინფორმაციის დატანის ვალდებულება 1. პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მონაწილეობს წარმოების კონტროლის ფაზაში. შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი შესაძლოა დატანილი იყოს თავად ორგანოს ან მისი მითითებების შესაბამისად მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. 2. პროდუქტზე ასევე შესაძლოა დატანილი იყოს ნებისმიერი სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს განსაკუთრებულ რისკს ან გამოყენების წესს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა დაერთოს ქვესისტემას, უსაფრთხოების კომპონენტს ან მის მონაცემების ფირფიტას ხილულად, გარკვევით და წარუშლელად. თუ ეს შეუძლებელია ან არ არის გარანტირებული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ხასიათის გამო, იგი უნდა დაერთოს შეფუთვასა და თანმხლებ დოკუმენტებს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებამდე, ქართულ ენაზე.
მუხლი 20. შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი პირები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს.
მუხლი 21. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს. 3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული ქვესისტემისგან ან უსაფრთხოების კომპონენტისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანო, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნესასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასება, თუ დაამტკიცებს დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი, არ უნდა იყოს იმ ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან, რომელიმე ამ პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე, პირდაპირ არ უნდა იყოს ჩართული ამ ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დაპროექტებაში ან წარმოებაში, მარკეტინგში, დამონტაჟებაში, გამოყენებაში ან მომსახურების გაწევაში, ასევე არ უნდა წარმოადგენდეს იმ პირს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში. შესაბამისობის შემფასებელი პირი არ უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისობის შეფასების პროცესში მისი გადაწყვეტილების ობიექტურობასა ან/და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოები და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა ან მიუკერძოებლობაზე. 5. შესაბამისობის შემფასებელი პირი და მისი პერსონალი ვალდებულია განახორციელონ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური კომპეტენცია სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ განსჯაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით. 6. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს ტექნიკური რეგლამენტის III – VII დანართებით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების იმ ღონისძიებების შესრულება, რომლებისთვისაც აქვს აკრედიტაცია, იმის მიუხედავად, ამ დავალებებს ასრულებს უშუალოდ თუ მესამე პირის მეშვეობით. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს საშუალებები შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ქმედებების განსახორციელებლად, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო მოწყობილობა ან აღჭურვილობა. შესაბამისობის შემფასებელ პირს მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი თითოეული ტიპის ან კატეგორიის ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის და თითოეული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისთვის ნებისმიერ დროს უნდა გააჩნდეს: ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის; ბ) პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად. გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს. 7. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს: ა) გავლილი ჰქონდეს ტექნიკური და თეორიული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელ პირ აკრედიტებულია; ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად; გ) ჰქონდეს აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტების და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა; დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასების განხორციელებას. 8. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე. 9. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა. 10. შესაბამისობის შემფასებელი პირის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ტექნიკური რეგლამენტის III - VII დანართებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკუთრების უფლებების დაცვა.
მუხლი 22. შესაბამისობის შემფასებელი პირის შვილობილი კომპანიები და ქვეკონტრაქტორები 1. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს სსიპ – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი). 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხს აგებს მისი ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად. 3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის III – VII დანართების ფარგლებში.
მუხლი 23. შესაბამისობის შემფასებელი პირის ვალდებულებები 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის III-VII დანართებში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, ქესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნოლოგიური სირთულის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი. 3. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ მწარმოებლის მიერ არ არის დაკმაყოფილებული ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის, შესაბამისი სტანდარტების ან ტექნიკური სპციფიკაციების მოთხოვნები იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს სერტიფიკატი ან არ მიიღოს დამტკიცების გადაწყვეტილება. 4. თუ სერტიფიკატის გამოცემის ან დამტკიცების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება. 5. თუ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება.
მუხლი 24. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიკატის ან დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გაცემაზე უარის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ; ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე; გ) ზედამხედველობის ფარგლებში, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებენ იმავე ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასებას, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების ნეგატიური და მოთხოვნის შემთხვევაში, პოზიტიური შედეგების შესახებ.
მუხლი 25. რისკის შემცველ ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების მიმართ გასატარებელი პროცედურები ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი მოქმედების განხორციელება ყველა იმ ქვესისტემებთან და უსაფრთხოების კომპონენტებთან მიმართებაში, რომლებიც მან განათავსა ბაზარზე.
დანართი I ქვესისტემები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის საბაგირო მოწყობილობა იყოფა ინფრასტრუქტურად და ქვესისტემებად. ქვესისტემებია: 1. ბაგირები და ბაგირების შეერთებები. 2. ამძრავები და მუხრუჭები. 3. მექანიკური აღჭურვილობა: ა) ბაგირის დამხვევი დოლურა მოწყობილობა; ბ) სამანქანო სადგური; გ) ხაზობრივი ნაგებობები. 4. სატრანსპორტო საშუალებები: ა) კაბინები, სავარძლები და სათრევი მოწყობილობები; ბ) საკიდი მოწყობილობა; გ) ამძრავი მოწყობილობა; დ) ბაგირთან მაკავშირებლები. 5. ელექტროტექნიკური მოწყობილობები: ა) მონიტორინგის, კონტროლისა და დამცავი ხელსაწყოები; ბ) კომუნიკაციის ხელსაწყოები და საინფორმაციო მოწყობილობები; გ) მეხამრიდი მოწყობილობა. 6. სამაშველო მოწყობილობა: ა) სტაციონარული სამაშველო მოწყობილობა; ბ) მოძრავი სამაშველო მოწყობილობა.
დანართი II უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები
მუხლი 1. მიზანი ეს დანართი განსაზღვრავს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობების დაპროექტების, აგების და ექსპლუატაციაში გაშვების, მათ შორის, მათი გამძლეობისა და ქმედითობის მიმართ, ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც ასევე მოქმედებს ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტების მიმართ.
მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები 1. ადამიანების უსაფრთხოება – მომხმარებლების, დასაქმებულებისა და მესამე პირების უსაფრთხოება წარმოადგენს ძირითად მოთხოვნას მოწყობილობების დაპროექტების, აგების და ექსპლუატაციისას. 2. უსაფრთხოების პრინციპები – ყველა მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და ფუნქციონირებდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დაპროექტებისა და აგებისას აღმოიფხვრას ან, თუ აღმოფხვრა შეუძლებელია, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მოწყობილობასთან დაკავშირებული რისკები; ბ) განისაზღვროს და მიღებულ იქნეს საჭირო ზომები იმ რისკების წინააღმდეგ, რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელი იყო დაპროექტებისა და აგების დროს; გ) განისაზღვროს და დადგინდეს გამაფრთხილებელი ზომები იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელთა აღმოფხვრა ვერ მოხერხდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შედეგად. 3. გარემო პირობების გათვალისწინება – მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და აიგოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იყოს მისი უსაფრთხოდ ფუნქციონირება, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოწყობილობის ტიპი, იმ ადგილმდებარეობის ბუნებრივი და ფიზიკური თვისებები, სადაც ის არის განლაგებული, გარემო, ატმოსფერული და მეტეოროლოგიური ფაქტორები და შესაძლო ნაგებობა ან დაბრკოლება, რომელიც განთავსებულია მოწყობილობის უშუალო სიახლოვეს – მიწაზე ან ჰაერში. 4. მოწყობილობის მახასიათებლები – მოწყობილობა, ქვესისტემები და ყველა მათი უსაფრთხოების კომპონენტი უნდა დაპროექტდეს და აიგოს იმგვარი უსაფრთხოების დონის გათვალისწინებით, რომ გაუძლოს მომავალში გამოვლენილ ყველა პროგნოზირებად ზემოქმედებას, მათ შორის, მოწყობილობის ფუნქციონირების შეჩერების დროს, ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარე ზემოქმედების ფაქტორები, დინამიკური დატვირთვები და მასალის დაღლილობის გამოვლინებები. 5. აწყობა: ა) საბაგირო მოწყობილობა, ქვესისტემა და ყველა უსაფრთხოების კომპონენტი უნდა დაპროექტდეს და აიწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი უსაფრთხოდ აგება, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება; ბ) უსაფრთხოების კომპონენტები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ მათი აწყობისას გამოირიცხოს შეცდომები, დამზადებისას სპეციალური ზომების მიღების ან კომპონენტზე შესაბამისი მითითების დატანის გზით. 6. მოწყობილობის გამართულობა: ა) უსაფრთხოების კომპონენტი უნდა დაპროექტდეს და აიგოს იმგვარად, რომ მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იყოს მინიმალური და ჰქონდეს უსაფრთხოების საკმარისი მარაგი, არ უნდა დაირღვეს უსაფრთხოების კომპონენტის მთლიანობა იმ მოწყობილობასთან, რომელშიც ის არის დამონტაჟებული. უსაფრთხოების კომპონენტი უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის უსაფრთხოებას, როგორც ეს მითითებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართში; ბ) მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და აიგოს იმგვარად, რომ ექსპლუატაციისას, უსაფრთხოების კომპონენტის ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოების ზომების დროული მიღება, თუნდაც ეს გაუმართაობა არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენდეს მოწყობილობის უსაფრთხოებაზე; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული უსაფრთხოების ზომები უნდა გამოიყენებოდეს კომპონენტების გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდში. უსაფრთხოების კომპონენტების გეგმური შემოწმების პერიოდი ნათლად უნდა იყოს მითითებული ექსპლუატაციის ინსტრუქციაში; დ) მოწყობილობის სათადარიგო უსაფრთხოების კომპონენტები უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს; ე) მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და აიგოს იმგვარად, რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრების უსაფრთხოება; ვ) განსაკუთრებული ზომები უნდა იქნეს მიღებული მოწყობილობისა და ადამიანების მეხისგან დასაცავად. 7. უსაფრთხოების სისტემები: ა) საბაგირო მოწყობილობის ნებისმიერი დეფექტი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაზიანებაში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების პირობების დარღვევა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, უნდა გამოვლინდეს, გადაეცეს და დამუშავდეს უსაფრთხოების სისტემის მიერ. იგივე შეეხება ნებისმიერ სხვა გარე პროგნოზირებად მოვლენას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას; ბ) ნებიმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის მექანიკური გამორთვა; გ) უსაფრთხოების სისტემის მიერ მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის ხელახალი ჩართვა, სანამ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ იქნება მიღებული. 8. გამძლეობა – საბაგირო მოწყობილობა უნდა იქნეს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ გეგმურ ან სპეციალურ მომსახურებასა და შეკეთებასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდეს უსაფრთხოდ. 9. უარყოფითი ზემოქმედება – საბაგირო მოწყობილობა უნდა იქნეს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა, მავნე აირების, ხმაურის ან ვიბრაციის ჩათვლით, შეესაბამებოდეს დადგენილ ზღვრებს.
მუხლი 3. მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მიმართ 1. განლაგება, სიჩქარე და მანძილი სატრანსპორტო საშუალებებს შორის: ა) საბაგირო მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხეს არ უქმნიდეს ადამიანებს მოწყობილობის ჩვეულებრივი ფუნქციონირების, სარემონტო სამუშაოების ან შესაბამის შემთხვევებში ადამიანთა გადასარჩენად გამიზნული სამაშველო ოპერაციების დროს შემდეგი პირობების გათვალისწინებით: მოწყობილობის ადგილმდებარეობა და გარემო პირობების მახასიათებლები, ატმოსფერული და მეტეოროლოგიური პირობები, მოწყობილობის მოქმედების ზონაში, მათ შორის, მიწაზე ან ჰაერში განლაგებული ნაგებობები ან დაბრკოლებები; ბ) საბაგირო სატრანსპორტო საშუალებებს, საბუქსირე მოწყობილობებს, სავალ გზებსა და ბაგირებს შორის, ასევე მათთან უშუალო სიახლოვეს, მიწაზე ან ჰაერში არსებულ ნაგებობებსა და დაბრკოლებებს შორის დაცული უნდა იქნეს საკმარისი ჰორიზონტალური და ვერტიკალური მანძილები. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაგირების და სატრანსპორტო საშუალებების ან საბუქსირე მოწყობილობების ვერტიკალური, გასწვრივი და ჰორიზონტალური გადაადგილება, მუშაობის ყველაზე არახელსაყრელ პროგნოზირებად პირობებში; გ) საბაგირო სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის მაქსიმალური მანძილი უნდა განისაზღვროს ისე, რომ დაცული იყოს ადამიანთა უსაფრთხოება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: მოწყობილობის მახასიათებლები, სატრანსპორტო საშუალების და შესაძლო სამაშველო ოპერაციების სახეობა. ღია კაბინის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ვარდნის რისკი, ასევე სატრანსპორტო საშუალებასა და მიწას შორის მანძილთან ასოცირებული ფსიქოლოგიური ასპექტები; დ) საბაგირო სატრანსპორტო საშუალების და საბუქსირე მოწყობილობას შორის მინიმალური მანძილი, მაქსიმალური სიჩქარე, აჩქარება და დამუხრუჭების უნარი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების უსაფრთხოებას და მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2. სადგურები და ნაგებობები საბაგირო გზის გასწვრივ ა) სადგურები და ნაგებობები საბაგირო გზის გასწვრივ უნდა დაპროექტდეს, დამონტაჟდეს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი მდგრადობა. სადგურები და ნაგებობები პროგნოზირებად საექსპლუატაციო პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების, საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების და საბუქსირე მოწყობილობების უსაფრთხო მართვას და სარემონტო მომსახურების უსაფრთხო განხორციელებას; ბ) მოწყობილობის შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, საბუქსირე მოწყობილობებისა და ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება. სადგურებში საბაგირო სატრანსპორტო საშუალებებისა და საბუქსირე მოწყობილობის მოძრაობა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები აქტიურად მონაწილეობენ საბაგირო სატრანსპორტო საშუალების მართვაში/გადაადგილებაში.
მუხლი 4. მოთხოვნები ბაგირების, ამძრავი მოწყობილობის, მუხრუჭების, მექანიკური და ელექტრომოწყობილობების მიმართ 1. ბაგირები და მათი სამაგრი ნაგებობები ა) ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, იმისათვის რომ: ა.ა) თავიდან იქნეს აცილებული ბაგირების და მათი სამაგრი ნაგებობების მწყობრიდან გამოსვლა; ა.ბ) დაცულ იქნეს ბაგირებისა და სამაგრი ნაგებობების მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვების/დაძაბულობის ზღვრები; ა.გ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირების საიმედო დამაგრება/დაკავშირება სამაგრ ნაგებობებზე ბაგირების თავიდან ასაცილებლად; ა.დ) ბაგირები და სამაგრი ნაგებობები უზრუნველყოფდეს მათი დათვალიერების/შემოწმების საშუალებას; ბ) იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ბაგირის მიმმართველებიდან ამოვარდნის რისკის მთლიანად გამორიცხვა. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა შესაძლებელი იქნეს ბაგირის დაბრუნება საწყის მდგომარეობაში და ბაგირის მიმმართველებიდან ამოვარდნის შემთხვევაში მოწყობილობის გამორთვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. 2. მექანიკური მოწყობილობები: ა) ამძრავი მოწყობილობა - მოწყობილობის ამძრავი სისტემა უნდა იყოს თავსებადი და საკმარისად მძლავრი, რათა უზრუნველყოს მართვის სისტემის სხვადასხვა გათვალისწინებულ რეჟიმში მუშაობა; ბ) სარეზერვო ამძრავი მოწყობილობა - მოწყობილობას უნდა გააჩნდეს სარეზერვო ამძრავი, რომელსაც გააჩნია ძირითადი ამძრავი სისტემისგან დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების წყარო. სარეზერვო ამძრავის არსებობა არ არის აუცილებელი, თუ მის გარეშეც მგზავრებს შეუძლიათ საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საბუქსირე მოწყობილობების, ადვილად, სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვება; გ) მუხრუჭი: გ.ა) საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის, ექსპლუატაციის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, საექსპლუატაციო დატვირთვის და შკივის არასათანადო მოჭიდებისას, შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის და/ან საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერ დროს გაჩერება. სამუხრუჭე მანძილი უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაირღვეს მოწყობილობის უსაფრთხოება; გ.ბ) დამუხრუჭების დროს შენელება უნდა იყოს იმგვარი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანთა უსაფრთხოება, ბაგირების, სატრანსპორტო საშუალებისა და მოწყობილობის სხვა ნაწილების გამართული მუშაობა; გ.გ) ყველა საბაგირო მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ორი ან მეტი სამუხრუჭე სისტემა, თითოეულს უნდა შეეძლოს მოწყობილობის გაჩერება და ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ძირითადი მოქმედი სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას ავტომატურად ჩაანაცვლოს იგი. საწევი ბაგირის სამუხრუჭე სისტემათაგან ერთ-ერთი დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ ამძრავ შკივზე. აღნიშნული არ ვრცელდება სათრეველა საწეველებზე; გ.დ) მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტური სამაგრი და ჩამკეტი მექანიზმით, რათა გამორიცხული იყოს მოწყობილობის გაუთვალისწინებელი განმეორებითი ჩართვა. 3. მართვის (მაკონტროლებელი) მოწყობილობები - მართვის (მაკონტროლებელი) მოწყობილობები უნდა იყოს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ იყოს უსაფრთხო და უძლებდეს ნორმალურ სამუშაო დატვირთვას და ისეთ გარე ფაქტორებს, როგორებიცაა სინესტე, ექსტრემალური ტემპერატურა ან ელექტრომაგნიტური ხარვეზები და არ ქმნიდეს ხიფათს, მათ შორის, ოპერაციული შეცდომის შემთხვევაშიც. 4. საკომუნიკაციო მოწყობილობები - საბაგირო მოწყობილობას უნდა გააჩნდეს კომუნიკაციის სათანადო მოწყობილობები, რათა მომუშავე პერსონალს ნებისმიერ დროს შეეძლოს ერთმანეთთან დაკავშირება და საგანგებო სიტუაციებში მომხმარებლების შესაბამისი ინფორმირება.
მუხლი 5. სატრანსპორტო საშუალებები და საბუქსირე მოწყობილობები 1. სატრანსპორტო საშუალებები ან/და საბუქსირე მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ პროგნოზირებად სამუშაო პირობებში გამორიცხულ იქნეს ადამიანის გადმოვარდნა ან ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი რისკი. 2. სატრანსპორტო საშუალებებისა და საბუქსირე მოწყობილობების აღჭურვილობა უნდა იყოს დამზადებული და განლაგებული იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ბაგირი, გამორიცხული უნდა იქნეს აღნიშნული აღჭურვილობის გასრიალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი გასრიალება არსებით საფრთხეს არ უქმნის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას, საბუქსირე მოწყობილობას ან მოწყობილობას. 3. სატრანსპორტო საშუალებების კარები (ვაგონებზე, კაბინებზე) უნდა იყოს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დახურვა და ჩაკეტვა. სატრანსპორტო საშუალების იატაკი და კედლები უნდა იყოს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ გაუძლოს ზეწოლას და დატვირთვას მომხმარებლებისგან ნებისმიერი გარემოების დროს. 4. თუ სამუშაოს უსაფრთხოებისათვის ოპერატორს მოეთხოვება იმყოფებოდეს საბაგირო სატრანსპორტო საშუალებაში, მაშინ ეს უკანასკნელი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობით, რომელიც საშუალებას მისცემს ოპერატორს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. 5. სატრანსპორტო საშუალებები და/ან საბუქსირე მოწყობილობები, მათ შორის, მათი შეჩერების მექანიზმები უნდა იყოს დაპროექტებული და აღჭურვილი იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სათანადო წესებისა და ინსტრუქციების მიხედვით მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას. 6. თუ სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია მოხსნადი სამაგრებით, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა სატრანსპორტო საშუალებამ რისკის შექმნის გარეშე მიაღწიოს გაჩერების ადგილს. სატრანსპორტო საშუალების გამგზავრების და ჩამოსვლის დროს, თუ მოხსნადი სამაგრები არასწორად მიუერთდა ან ჩაეხსნა ბაგირს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სატრანსპორტო საშუალების ჩამოვარდნა. 7. ფუნიკულიორის სატრანსპორტო საშუალებები და ორბაგირიანი ბაგირგზის სატრანსპორტო საშუალებები, თუ ამ უკანასკნელთა (ორბაგირიანი საბაგირო მოწყობილობა) კონსტრუქციული თავისებურებები ამის საშუალებას იძლევა, აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სამუხრუჭე მოწყობილობით. 8. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ზომების გამოყენებით ვერ იქნა გამორიცხული სატრანსპორტო საშუალების გზიდან გადასვლის რისკი, მაშინ სატრანსპორტო საშუალება უნდა აღიჭურვოს გზიდან გადასვლის საწინააღმდეგო მოწყობილობით, რამაც უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებით ადამიანების უსაფრთხოდ გადაყვანა გაჩერების ადგილამდე.
მუხლი 6. მოწყობილობა მომხმარებლებისათვის ჩასასხდომ და გადმოსასხდომ ზონებსა და მათთან მისასვლელ ადგილებში მგზავრთა და ოპერატორთა ჩასხდომა და გადმოსხდომა, საბაგირო მოწყობილობის გაჩერებისა და მოძრაობასთან მიმართებით, უნდა იყოს ორგანიზებული მგზავრთა და ოპერატორთათვის უსაფრთხოდ, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც არსებობს ადამიანთა ჩამოვარდნის საფრთხე. ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების საშუალება, თუ მოწყობილობა ითვალისწინებს მათი გადაყვანის შესაძლებლობას.
მუხლი 7. ქმედითობა 1. უსაფრთხოება: ა) მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ყველა მიღებული უსაფრთხოების ზომა უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ტექნიკური სპეციფიკაციისა და საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოწყობილობის გამოყენებისა და სარემონტო მომსახურების ინსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს მის ტექნიკური სპეციფიკაციისა და საექსპლუატაციო მოთხოვნებს. ინსტრუქცია და მისი დანართები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; ბ) მოწყობილობის მუშაობისათვის პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი მატერიალური რესურსებით და უნდა გააჩნდეთ საკმაო კვალიფიკაცია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 2. უსაფრთხოება საბაგირო მოწყობილობის გამორთვის შემთხვევაში, მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რათა მოწყობილობის ტიპისა და მისი გარემო პირობების გათვალისწინებით, შესაბამის დროში უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებელთა უსაფრთხოება, როდესაც მოწყობილობა გამორთულია და ვერ ხერხდება მისი სწრაფი ხელახალი ჩართვა; 3. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა სპეციალური მოთხოვნები: ა) ოპერატორების მართვის ინსტრუმენტები და სამუშაო ადგილი – მოძრავი ნაწილები, რომლებიც მართვის სადგურებში ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია, დაპროექტებული, დამზადებული და დამონტაჟებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი საფრთხე. საფრთხის არსებობის შემთხვევაში ისინი აღჭურვილნი უნდა იყვნენ დამცავი მოწყობილობებით, რათა გამოირიცხოს მოწყობილობის ნაწილებთან ნებისმიერი კონტაქტი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს უბედური შემთხვევა. ასეთი მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარი, რომ შეუძლებელი იყოს მათი ადვილად მოხსნა და მწყობრიდან გამოყვანა; ბ) ვარდნის რისკი – სამუშაო ადგილი, მათ შორის, ისეთიც, რომელიც იშვიათად გამოიყენება, ასევე მასთან მისასვლელი დაპროექტებული და აგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს იმ ადამიანების ვარდნა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მოძრაობენ ან მუშაობენ. იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია არ არის დაპროექტებული და აგებული ამგვარად, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალების სამაგრი წერტილები.
დანართი III
შესაბამისობის შეფასების პროცედურები ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტებისათვის: მოდული B: ტიპის გამოცდა-წარმოების ტიპი
1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს პროცედურას, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი აფასებს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკურ პროექტს და ადასტურებს და გასცემს სერტიფიკატს, რომ წარმოდგენილი ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური პროექტის ადეკვატურობის შეფასებით, ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმების და ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის წარმომადგენლობითი ნიმუშის გამოკვლევით (წარმოების ტიპი). 3. ტიპის გამოცდაზე განაცხადი მწარმოებლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მწარმოებლის დასახელებას და მისამართს და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასახელებას და მისამართს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარედგინება ამ უკანასკნელის მიერ; ბ) წერილობით გააანაცხადს, მასზე, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართში მოცემულ ტექნიკურ დოკუმენტაციას; დ) ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის წარმომადგენლობით ნიმუში ან მონაცემები იმ ადგილის შესახებ, სადაც შესაძლებელია პროდუქტის გამოცდა. შესაბამისობის შემფასებელ პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი წარმომადგენლობითი ნიმუშების გადაცემა შესაბამისობის შეფასების მიზნებისთვის;. 4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა: ა) შეისწავლოს ტექნიკური დოკუმენტაცია ქვესისტემის ტექნიკური უსაფრთხოების ან უსაფრთხოების კომპონენტის ადეკვატურობის შესაფასებლად; ბ) შეამოწმოს წარმომადგენლობითი ნიმუშის შესაბამისობა ტექნიკური დოკუმენტაციასთან და დაადგინოს განსაზღვროს ის ელემენტები, რომლებიც წარმოებულია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით და ის ელემენტები რომლებიც წარმოებულია სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების მიხედვით; გ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო შემოწმებები და აუცილებელი გამოცდები იმის დასადგენად სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა შესაბამის სტანდარტებში მითითებული გადაწყვეტები; დ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს შესაბამისი შემოწმებები და აუცილებელი გამოცდები, რათა დაადგინოს იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებელმა შესაბამისი სტანდარტების ნაცვლად გამოიყენა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციები, აკმაყოფილებს თუ არა ისინი ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს; ე) შეათანხმოს განმცხადებელთან ადგილმდებარეობა, სადაც ჩატარდება შემოწმებები და აუცილებელი გამოცდები. 5. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეადგინოს შეფასების დასკვნა, რომელიც ასახავს ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებსა და მათ შედეგებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, გამოაქვეყნოს ამ დასკვნის შინაარსი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მხოლოდ მწარმოებლის თანხმობით. 6. თუ ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, მაშინ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის დასახელებასა და მისამართს, დასკვნებს შემოწმების შედეგებზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ნებისმიერ პირობებს და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დანართი. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას წარმოებული პროდუქტის გამოცდილ ტიპთან შესაბამისობის და მომსახურების კონტროლისათვის. მასში ასევე უნდა მიეთითოს ნებისმიერი პირობა, რომელსაც შეიძლება დაექვემდებაროს მისი გაცემა და დაერთოს აღწერილობები და ნახაზები, რომლებიც აუცილებელია დამტკიცებული ტიპის იდენტიფიკაციისთვის. სერტიფიკატის ვალიდურობის მაქსიმალური ვადა შეადგენს მისი პირველი გამოშვებიდან 30 წელს. თუ ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი თქვას ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს, უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით. 7. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად აღიარებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამტკიცებული ტიპი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, და განსაზღვროს მოითხოვს, თუ არა ასეთი ცვლილებები შემდგომ გამოკვლევას. თუ ასეა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ამის შესახებ აცნობებს მწარმოებელს. მწარმოებელი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი დამტკიცებული პროექტის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ან სერტიფიკატის ვალიდურობაზე. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეაფასოს ცვლილებები და დაადგინოს, ტიპის გამოცდის სერტიფიკატი რჩება ვალიდური თუ ცვლილებები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას ტიპის გამოცდის პირველადი სერტიფიკატის დამატების სახით, თუ საჭიროა ახალი ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გამოცემა ახალი განაცხადის საფუძველზე. 8. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირიების ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ტექნიკურ ფაილთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დანართები და დამატებები ამ სერტიფიკატის ვადის გასვლამდე, 9. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დანართები და დამატებები, უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. 10. ამ დანართის მე-7 და მე-9 პუნქტებში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ისინი მითითებულია უფლებამოსილებაში.
დანართი IV
შესაბამისობის შეფასების პროცედურები ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტებისათვის: მოდული D: წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა 1. წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2–მე-5 პუნქტების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს და აცხადებს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რომ ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი ვალდებულია, ჰქონდეს წარმოების, დამონტაჟების, საბოლოო ინსპექტირებისა და გამოცდების დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ახორციელებდეს მის ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის სისტემა ა) მწარმოებელი ვალდებულია, განაცხადი თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებისათვის წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ასევე ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) წერილობით დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ა.გ) ყველა შესაბამის ინფორმაციას B მოდულის შესაბამისად დამტკიცებული ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტებისათვის; ა.დ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე; ა.ე) დამტკიცებული ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის სერტიფიკატ(ებ)ის ასლი; ა.ვ) იმ ადგილის მისამართს, სადაც ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი მზადდება. ბ) ხარისხის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობას ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ყველა ზომა და მოთხოვნა უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს შესაბამის პროცედურებსა და ინსტრუქციებს. ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის გეგმების, პროგრამებისა და სახელმძღვანელო ჩანაწერების ადეკვატური აღქმის შესაძლებლობას, მათ შორის, იგი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ხარისხის მიზნებს და დაპროექტებისა და ხარისხისათვის პასუხისმგებელი მმართველობითი რგოლის სტრუქტურას და პასუხისმგებლობის დანაწილების შესახებ ინფორმაციას; ბ.ბ) იმ პროცედურების აღწერილობას, რომლითაც განხორციელდება წარმოება, ხარისხის კონტროლი და ხარისხის შეფასება; ბ.გ) ინფორმაციას დამზადებამდე, დამზადებისას და დამზადების შემდგომ განსახორციელებელი გამოცდების, შემოწმებების და მათი პერიოდულობის შესახებ; ბ.დ) ხარისხის ჩანაწერებს, მათ შორის, ინსპექტირების შესახებ, შემოწმებების, დაკალიბრების ანგარიშებს და ანგარიშს პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; ბ.ე) მოთხოვნილი ხარისხის მიღწევის და ხარისხის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგის შედეგებს; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დანერგილია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. აუდიტი უნდა მოიცავდეს შეფასების ვიზიტს იმ შენობაში, სადაც ხდება ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების წარმოება, შემოწმება და ტესტირება. ხარისხის მართვის სისტემებში გამოცდილებასთან ერთად აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს სულ მცირე ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია საბაგირო მოწყობილობების შეფასების გამოცდელება, მოცემული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების ცოდნა. შეფასების პროცედურა უნდა შეიცავდეს საწარმოს ადგილზე შემოწმებას. აუდიტორული ჯგუფი ვალდებულია შეისწავლოს ამ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები რათა შეამოწმოს მწარმოებლის უნარი განსაზღვროს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნები და ჩაატაროს საჭირო გამოკვლევები ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; დ) მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და უზრუნველყოფს ამ სისტემის მართებული და ეფექტური შენარჩუნება; ე) მწარმოებელი ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიცირება, ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და დაადგინოს, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აცნობოს მწარმოებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა ა) ზედამხედველობის მიზანია დაადასტუროს არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების მწარმოებლის მიერ სათანადო შესრულება; ბ) მწარმოებელი ვალდებულია ინსპექტირების განსახორციელებლად დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი წარმოების, გამოცდების, შემოწმებებისა და დასაწყობების ადგილებზე, ეტაპებზე, შესაბამის საწარმოო ადგილებზე და ასევე უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი ინარჩუნებს და იყენებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, პერიოდული შემოწმებები უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებელს წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგებზე; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატაროს შემოწმებები, რათა დარწმუნდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია წარუდგინოს დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და, თუ ჩატარდა შემოწმება, წარუდგინოს შესაბამისი შემოწმების ანგარიში. 5. მწარმოებელი ვალდებულია: ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობით, ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო ნომერი დაიტანოს თითოეულ ცალკეული ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტზე, რომელიც შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს; ბ) შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად 30 წლის განმავლობაში ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელს, რომლისთვისაც იგი შედგენილია. 6. მწარმოებელი ვალდებულია, ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში, უფლებამოსილი ორგანოებისათვის წარსადგენად შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება თითოეული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სიტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირიების ინფორმირება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლი მისი დამატებებისა და დანართების ჩათვლით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად. 8. ავტორიზებული წარმომადგენელი ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებსა და მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ისინი მითითებულია უფლებამოსილებაში.
დანართი V
შესაბამისობის შეფასების პროცედურები ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტებისათვის: მოდული F: ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტის დამოწმებაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა 1. ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტის დამოწმებაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობა არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 პუნქტში, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-6 პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და აცხადებს თავის პასუხისმგებლობით, რომ შესაბამისი ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტები, რომლებიც ექვემდებარება ამ დანართის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის რელევანტურ მოთხოვნებს. 2. წარმოება: მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დამზადების და მონიტორინგის პროცესს უზრუნველყოფდეს ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობას ტიპის გამოცდის სერტიფიკატში დამტკიცებულ ტიპსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. 3. დამოწმება: ა) მწარმოებელი ვალდებულია, წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის დამოწმების შესახებ. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს და, თუ განცხადება შეაქვს ავტორიზებულ წარმომადგენელს, აგრეთვე მის სახელსა და მისამართს; ა.ბ) წერილობითი განაცხადი იმის შესახებ, რომ იგივე განცხადება არ არის შეტანილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში; ა.გ) B მოდულის მიხედვით დამტკიცებული ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების ყველა შესაბამისი ინფორმაცია; ა.დ) დამტკიცებული ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; ა.ე) ადგილის მდებარეობა, მისამართი, სადაც შეიძლება ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შემოწმება. ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია ჩაატაროს ან ჩაატარებინოს შესაბამისი გამოკვლევები და ტესტები, რათა შეამოწმოს ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. გამოკვლევები და ტესტები ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შესამოწმებლად უნდა ჩატარდეს მწარმოებლის სურვილისამებრ ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული ყველა ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის გამოკვლევით და ტესტირებით ან ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების ამ დანართის მე-5 პუნქტში მითითებული სტატისტიკური გამოკვლევით და ტესტირებით. 4. შესაბამისობის დადასტურება ყველა ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის გამოკვლევით და ტესტირებით ა) ყველა ქვესისტემა და უსაფრთხოების კომპონენტი სათითაოდ უნდა გამოიცადოს და ჩაუტარდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული შემოწმება ან, შესააბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული ეკვივალენტური შემოწმება, ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მოცემულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. შესაბამისი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ჩასატარებელი ტესტების შესახებ; ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ჩატარებული გამოცდების და ტესტების საფუძველზე გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი და თითოეულ დამტკიცებულ ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ უზრუნველყოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის სერტიფიკატები უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად, ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. 5. შესაბამისობის სტატისტიკური დადასტურება: ა) მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს თითოეული წარმოებული ერთგვაროვანი ნიმუშების ერთობლიობის (შემდგომში – ლოტი) ერთგვაროვნება და შემოწმების მიზნით წარმოადგინოს მისი ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტები ერთგვაროვანი ლოტების სახით; ბ) ნიმუშები აღებული უნდა იყოს თითოეული ლოტებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტების ნიმუშები ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს და ჩაუტარდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ან რელევანტურ ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული ეკვივალენტური გამოცდა, მათი ტიპის სერტიფიკატში მითითებულ დამტკიცებულ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად და ასეთი ერთგვაროვანი ნიმუშების (ლოტის) შესაბამისობის დასადასტურებლად ან დადასტურებაზე უარის თქმის მიზნით. შესაბამისი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ჩასატარებელი ტესტების შესახებ; გ) ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის ლოტების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, ლოტის ყველა ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი დამტკიცებულად ჩაითვლება, გარდა იმ ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტისა, რომლებიც ნაჩვენებია ნიმუშიდან და რომლებიც არ აკმაყოფილებს ტესტებს. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს ჩატარებულ გამოკვლევებსა და ტესტებთან დაკავშირებით, და დაასახელებს მის საიდენტიფიკაციო ნომერს თითოეულ დამტკიცებულ ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტს ან დაყენებულია მისი პასუხისმგებლობის შესაბამისად. შესაბამისობის სერტიფიკატებს მწარმოებელმა უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ორგანოების განკარგულებაში, ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. დ) ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის ლოტების შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირი ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ მოხდეს აღნიშნული ლოტიდან პროდუქტის ბაზარზე განთავსება. უსაფრთხოების კომპონენტების ერთობლიობის შესაბამისობის დადასტურებაზე ხშირი უარის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია შეაჩეროს სტატისტიკური დამოწმების ჩატარება და მიიღოს შესაბამისი ზომები. 6. მწარმოებელი ვალდებულია: ა) დაიტანოს ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტზე ამ დანართის მე-3 პუნქტში მითითებული შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობით და მისი თანხმობის შემთხვევაში. ბ) შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად 30 წლის განმავლობაში ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელს, რომლისთვისაც იგი შედგენილია. 7. მწარმოებელი წარმოების პროცესში უფლებამოსილია დაიტანოს ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტზე შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობით და მისი თანხმობის შემთხვევაში. 8. ავტორიზებული წარმომადგენელი ამ დანართში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები გარდა, ამ დანართის მე-2 პუნქტსა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულებებისა, შეიძლება შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ისინი მითითებულია უფლებამოსილებაში.
დანართი VI
შესაბამისობის შეფასების პროცედურები ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტებისათვის: მოდული G: ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობა 1. ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობა არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის თანახმად მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტებით დადგენილ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და აცხადებს თავის პასუხისმგებლობას, რომ შესაბამისი ქვესისტემა ან უსაფრთხოების კომპონენტი რომელზეც ვრცელდება ამ დანართის მე-3 პუნქტი, შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. 2. წარმოება: მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ წარმოების პროცესი და მისი მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. 3. დამოწმება: ა) მწარმოებელი ვალდებულია მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს წარუდგინოს განცხადება ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ერთეულის დამოწმების მიზნით. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს, ხოლო, თუ განაცხადი წარდგენილია მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ასევე, ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს; ა.ბ) წერილობით განაცხადს იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადი არ არის შეტანილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში; ა.გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართში მოცემულ ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკურ დოკუმენტაციას; ა.დ) ზუსტ ადგილმდებარეობას, სადაც შეიძლება ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შემოწმება; ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, შეისწავლოს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკურ დოკუმენტაცია და ჩაატაროს ან ჩაატარებინოს შესაბამის სტანდარტებში მითითებული შესაბამისი გამოკვლევები და ტესტები ან რელევანტურ ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული ეკვივალენტური ტესტები, რათა დაადგინოს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. ასეთი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტესტებზე. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო გასცემს შესაბამისობის სერთიფიკატს ჩატარებული გამოკვლევებისა და ტესტების შესაბამისად და დაიტანს ან დაატანინებს, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, მის საიდენტიფიკაციო ნომერს დამტკიცებულ ქვესისტემაზე ან უსაფრთხოების კომპონენტზე. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უარს ამბობს შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე, მან დეტალურად უნდა მიუთითოს უარის თქმის მიზეზები და საჭირო მაკორექტირებელი ზომები. მწარმოებელი ვალდებულია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ხელახლა დამოწმებისას, მიმართოს იმავე შესაბამისობის შეფასების ორგანოს. 4. მწარმოებელი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად 30 წლის განმავლობაში ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელს, რომლისთვისაც იგი შედგენილია. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი შესაბამისი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის საფუძველზე. 5. ავტორიზებული წარმომადგენელი: ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტსა და მე-4 პუნქტში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ისინი მითითებულია უფლებამოსილებაში.
დანართი VII
შესაბამისობის შეფასების პროცედურები ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტებისათვის: მოდული H1: ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის გამოცდაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება 1. ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის გამოცდაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება წარმოადგენს პროცედურას, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს და აცხადებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რომ შესაბამისი ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტები აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი ვალდებულია, იყენებდეს დამტკიცებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების პროექტირების, წარმოების და საბოლოო გამოცდის ეტაპებისთვის და უნდა ჩაატაროს შემოწმებები ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) მწარმოებელმა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებაზე უნდა წარუდგინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს და, თუ განცხადება შეაქვს უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე მის სახელსა და მისამართს; ა.ბ) ყველა საჭირო ინფორმაციას საწარმოებლად გამიზნული ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შესახებ; ა.გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას, ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად, საწარმოებელი ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის თითოეული კატეგორიისთვის ერთი წარმომადგენლობითი ტიპისთვის; ა.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ა.ე) იმ ადგილის მისამართი, სადაც ქვესისტემები ან უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტება, წარმოება, შემოწმება და გამოცდა ხდება; ა.ვ) წერილობითი დეკლარაცია იმის შესახებ, რომ იგივე განცხადება არ არის შეტანილი სხვა შესაბამისობის შეფასების ორგანოში. ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა განხორციელებული ზომა და დებულება უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული წერილობითი ფორმით, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს ხარისხის მიზნებისა და მისაღები ზომების, შესაბამისი პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩანაწერების აღქმადობას. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია ასევე უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ხარისხის მიზნებს და დაპროექტებისა და კომპონენტის ხარისხისათვის პასუხისმგებელი მმართველობითი რგოლის სტრუქტურას და პასუხისმგებლობის დანაწილების შესახებ ინფორმაციას; ბ.ბ) ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის, გამოყენებული შესაბამისი სტანდარტების ჩამონათვალს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტანდარტები სრულად არ იქნება გამოყენებული, იმ საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უსაფრთხოების კომპონენტების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ბ.გ) პროექტირების კონტროლის და შესაბამისი მეთოდების, სისტემატური პროცესებისა და ქმედებების აღწერას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებისას; ბ.დ) წარმოების, ხარისხის კონტროლის საშუალებების, გამოსაყენებელი პროცესებისა და სისტემატური ქმედებების აღწერას; ბ.ე) წარმოების დაწყებამდე, წარმოების მიმდინარეობისას და წარმოების შემდგომ ეტაპებზე ჩასატარებელი გამოცდებისა და ტესტირებების და მათი ჩატარების სიხშირის შესახებ ინფორმაციას; ბ.ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებს და გამოცდების ანგარიშებს, დაკალიბრების მონაცემებს და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს; ბ.ზ) ქვესისტემის და უსაფრთხოების კომპონენტის მოთხოვნილ პროექტთან, მის ხარისხთან და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის მეთოდებს. გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და დაადგინოს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მიიჩნიოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ელემენტების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ სტანდარტებს. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული აუდიტი უნდა მოიცავდეს ვიზიტს იმ ადგილზე, სადაც ხდება ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შექმნა, წარმოება, შემოწმება და გამოცდა. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში გამოცდილების გარდა შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ ერთი სპეციალისტი, რომელსაც აქვს საბაგირო მოწყობილობის გამოცდის გამოცდილება და ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების, დამზადების ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება და იცნობს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთოვნებს. შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფი ვალდებულია შეაფასოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია რათა გამოავლინოს მწარმოებლის შესაძლებლობა მოახდინოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების იდენტიფიცირება და განახორციელოს აუცილებელი გამოცდები ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების აღნიშულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს ან მის ავტორიზებულ წარმომადგენელს. აღნიშნული შეტყობინება უნდა შედგებოდეს გამოცდის დასკვნებისა და დასაბუთებული შეფასების გადაწყვეტილებისაგან; დ) მწარმოებელი პასუხისმგებელია საკუთარი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის მართებულ და ეფექტურ შენარჩუნებას: ე) მწარმოებელი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობის შეფასება, ყველა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, ისევ აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს, ან საჭიროებს თუ არა განმეორებით შეფასების ჩატარებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აცნობოს მწარმოებელს ან მის ავტორიზებულ წარმომადგენელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ვ) პროექტის გამოცდა: ვ.ა) მწარმოებელი ვალდებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შესაბამისობის შემფასებელ პირს წარუდგინოს განცხადება პროექტის შემოწმების მიზნით. ვ.ბ) განაცხადში უნდა იძლეოდეს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის პროექტის, წარმოების პროცესის და მუშაობის აღქმის და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ვ.ბ.ა) მწარმოებლის სახელსა და მისამართს; ვ.ბ.ბ) წერილობით განაცხადს იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადი არ არის შეტანილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში; ვ.ბ.გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართში მოცემულ ტექნიკურ დოკუმენტაცის. ვ.გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეისწავლოს განაცხადი და თუ პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტს, იგი მწარმოებელზე გასცემს პროექტის შემოწმების სერტიფიკატს. სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის სახელი და მისამართი, გამოცდის დასკვნები, მისი მოქმედების (ვალიდურობის) პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დამტკიცებული პროექტის იდენტიფიკაციისთვის საჭირო მონაცემები. ამ სერთიფიკატს შეიძლება თან ერთვოდეს ერთი ან მეტი დანართი. სერთიფიკატი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, წარმოებული ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასებისთვის და საჭიროების შემთხვევაში უნდა იძლეოდეს მუშაობისას კონტროლის საშუალებას. თუ პროექტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უარი თქვას პროექტის შემოწმების სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ აცნობოს განმცხადებელს, უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით. ვ.დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად აღიარებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამტკიცებულ პროექტი შესაძლოა აღარ აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს, და განსაზღვროს მოითხოვს თუ არა ასეთი ცვლილებები შემდგომ გამოკვლევას. თუ ასეა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობების მწარმოებელს. მწარმოებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამის შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა პროექტის გამოცდის სერთიფიკატი დამტკიცებული პროექტის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მისი ამ ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ან სერტიფიკატის ვალიდურობაზე. ამგვარი ცვლილებები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას პროექტის გამოცდის პირველადი სერთიფიკატის დამატების სახით. ვ.ე) თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება პროექტის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის პროექტის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირიების ინფორმირება პროექტის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის პროექტის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. სხვა შესაბამისობის სემფასებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოთხოვნის საფუძველზე მიიღონ პროექტის შემოწმების სერთიფიკატების ასლები ან/და მასში განხირციელებული დამატებები. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს პროექტის შემოწმების სერტიფიკატის, მისი დანართებისა და დამატებების ასლები, აგრეთვე ტექნიკური ფაილი, მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩათვლით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. ვ.ვ) მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და პროექტის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დამატებებისა და დანართების ჩათვლით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად ქვესისტემების ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის დამტკიცებულ სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება; ბ) მწარმოებელი ვალდებულია შესამოწმებლად დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი პროექტირების, წარმოების, შემოწმებებისა და გამოცდების ეტაპებზე, შენახვის ადგილებზე და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პროექტირების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ჩატარებული ანალიზის, გათვლებისა და გამოცდების შედეგები; ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის წარმოების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ. გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგებზე. პერიოდული აუდიტის სიხშირე უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოფდეს სრულ შეფასებას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. დ) შესაბამისობის შემფასებელ პირი დამატებით უფლებამოსილია განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები მწარმოებლის საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს გამოცდის შესაბამისი ოქმი. 5. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ თითოეული ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელისთვის და შეინახოს იგი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარსადგენად 30 წლის განმავლობაში ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა განსაზღვრავდეს ქვესისტემას ან უსაფრთხოების კომპონენტის მოდელს, რომლისთვისაც იგი შედგენილია და უთითებდეს პროექტის შემოწმების სერტიფიკატის ნომერს. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი შესაბამისი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის საფუძველზე. 6. მწარმოებელი ვალდებულია, ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 30 წლის განმავლობაში, უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტში; ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას; გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება თითოეული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სიტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირიების ინფორმირება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლი მისი დამატებებისა და დანართების ჩათვლით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად მათი გამოცემიდან 30 წლის განმავლობაში. 8. ავტორიზებული წარმომადგენელი ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“, „ვ.დ“, „ვ.ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მისი სახელით და მისი პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ ისინი მითითებულია უფლებამოსილებაში.
დანართი VIII ქვესისტემების და უსაფრთხოების კომპონენტების ტექნიკური დოკუმენტაცია 1. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და მოიცავდეს რისკების ადეკვატურ ანალიზსსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა უთითებდეს შესაბამის კონკრეტულ მოთხოვნებს და მოიცავდეს, რამდენადაც ეს რელევანტურია შესაბამისობის შეფასებისთვის, ინფორმაციას ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის პროექტის, დამზადების და ექსპლუატაციის შესახებ. 2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს: ა) ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ზოგადი აღწერა; ბ) კომპონენტების, ქვეჯგუფების, სქემების და ა.შ. საპროექტო, დამზადების ნახაზებსა და ამ ნახატებისა და დიაგრამების და ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის მუშაობის გასაგებად საჭირო აღწერილობები და განმარტებები; გ) ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლში მითითებული სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული სტანდარტების ჩამონათვალი, და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის არსებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტები, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალი. შესაბამისი სტანდარტების ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკური დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია გამოყენებული ნაწილების შესახებ; დ) დამატებითი მტკიცებულება პროქტის ადეკვატურობის შესახებ, მათ შორის, მწარმოებლის მიერ ან მისთვის განხორციელებული ნებისმიერი საპროექტო გამოთვლები, გამოკვლევები ან ტესტის შედეგები და შესაბამისი ანგარიშები; ე) ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის ინსტრუქციის ასლი; ვ) ქვესისტემებისთვის, ქვესისტემებში ინტეგრირებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაციების ასლები.
დანართი IX
ქვესისტემებისა და უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაცია 1. ქვესისტემა/უსაფრთხოების კომპონენტი ან ქვესისტემის/უსაფრთხოების კომპონენტის მოდელი (პროდუქტი, ტიპი, პარტია ან სერიული ნომერი): 2. მწარმოებლის სახელი და მისამართი, შესაბამის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და მისამართი: 3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია გამოშვებულია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ. 4. დეკლარაციის ობიექტი (ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის იდენტიფიკაცია, რომელიც მიკვლევადობის საშუალებას იძლევა. თუ აუცილებელია ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის იდენტიფიკაციისთვის, შესაძლოა შეიცავდეს სურათს): - ქვესისტემის ან უსაფრთხოების კომპონენტის აღწერა, - ყველა შესაბამისი დებულება, რომელსაც უსაფრთხოების კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს, მათ შორის გამოყენების პირობები. 5. მე-4 პუნქტში აღწერილი დეკლარაციის ობიექტი შესაბამისობაშია შესაბამის კანონმდებლობასთან. 6. მითითებები გამოყენებულ შესაბამის სტანდარტებზე ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართაც დეკლარირებულია შესაბამისობა: 7. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ… (სახელი, მისამართი, ნომერი)… განახორციელა… (ქმედებების აღწერა)… და გასცა შემდეგი სერტიფიკატ(ებ)ი:.. (დეტალები, გაცემის თარიღის ჩათვლით და შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია მისი მოქმედების ხანგრძლივობისა და პირობების შესახებ) 8. დამატებითი ინფორმაცია: ხელმოწერილია (მწარმოებლის სახელი): .... (გაცემის თარიღი და ადგილი): (სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):”. |
დოკუმენტის კომენტარები