დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.023505 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 140080000.10.003.020403) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ავადმყოფობის გამო შვებულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით/დაზიანებით (რომელიც არ არის მოსამსახურის ბრალეული ქმედების შედეგი) გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო შვებულება გრძელდება შესაბამისად სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან/და მოკლევადიანი საკონტრაქტო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, რომლის შემდეგ პირს დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩათვლით. ანალოგიური წინაპირობების საფუძველზე, გრძელვადიან საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს გაუგრძელდება საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის ერთი წლის შესრულებამდე, ხოლო გრძელვადიანი საკონტრაქტო სამსახურის თითოეულ მომდევნო წელს აღნიშნული შვებულებით შეიძლება, ისარგებლოს ამ მუხლით დადგენილი საერთო წესით, რომლის შემდეგ პირს დაითხოვენ სამსახურიდან ნამსახურები ვადის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები