„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 11/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023500
292
08/06/2022
ვებგვერდი, 09/06/2022
330090000.10.003.023500
„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №292

2022 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №588 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიდი მიტარბის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბჭო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს სათათბირო ორგანო – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი