„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 11/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.023498
290
08/06/2022
ვებგვერდი, 09/06/2022
130000000.10.003.023498
„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2022 წლის 8 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.10.2015, 130000000.10.003.018894) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ 23-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო − ქვეყნის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსების ორგანიზება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი