,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016573
29
07/06/2022
ვებგვერდი, 08/06/2022
010250000.35.137.016573
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2022 წლის 7 ივნისი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018  010250000.35.137.016369) კერძოდ:

 დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

  „გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისთვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი