,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016572
28
07/06/2022
ვებგვერდი, 08/06/2022
280010000.35.137.016572
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2022 წლის 7 ივნისი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014  280010000.35.137.016137) კერძოდ:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის IV თავის სათაური,  IV თავის მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

თავი IV

ახალშობილის დახმარება

მუხლი 10. დახმარების სახე და ოდენობა

ახალშობილს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის მქონე დასახლებაში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილს რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიანობის სტატუსის არმქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 11. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1.დახმარების მისაღებად მოქალაქემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;

ე) ახალშობილის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი