დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 285 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260050.10.003.023513 |
|
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2021, 010260050.10.003.022740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამის განმახორციელებლებად განისაზღვრონ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სსიპ – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი);“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“: ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. დეპარტამენტმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების განხორციელება უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში. 9. მიეცეს უფლება დეპარტამენტს, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო/პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და მათთან დაკავშირებული მომსახურებები განახორციელოს შესაბამის კომპანიებთან გაფორმებული, სამუშაოების/მომსახურებების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში.“; ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და დეპარტამენტს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“; გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. დეპარტამენტმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიღება განახორციელოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობით და სამუშაოები, მათი დასრულების შემდგომ, გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს. ამასთანავე, ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს სამუშაოების მიღების პროცესში მონაწილეობა და სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები