“საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III №91 მუხ.790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III №91 მუხ.790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 13/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.005.597
  • Word
1020
10/12/2002
სსმ, 120, 13/12/2002
040.150.000.11.106.005.597
“საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III №91 მუხ.790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.005.597

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1020

2002 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ქტომბრის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., 91, მუხ. 790) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 56-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

I. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ქტომბრის №265 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ადგილობრივ ორგაოებთან მუშაობის სამსახურები ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, აწვდიან იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტს ინფორმაციას მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ და რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარს”.

2. დებულების მე-10 მუხლში სიტყვები: კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის” შეიცვალოს სიტყვებით: ნორმატიული აქტების რეგისტრაიის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის”.

3. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის პ” ქვეპუნქტში სიტყვები: საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” შეიცვალოს სიტყვებით: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის”.

4. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1”, 1”, 1” და 1” ქვეპუნქტები:

ა) 1) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება – 151”;

ბ) 1) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება – 161”;

გ) 1) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება – 171”;

დ) 1) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება – 181”;

5. დებულების 5 დანართის პირველი პუნქტის მე-13 აბზაცში სიტყვები: საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია” შეიცვალოს სიტყვებით: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია”.

6. დებულების 5 დანართის პირველ პუნქტში სიტყვების:

ა) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 011” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო – 0111”;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 013” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

აუდიტორული საბჭოს კოლეგია – 0131”;

გ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია 014” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 0141.

7. დებულების 5 დანართში სიტყვები:

ა) აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო”;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი