წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ბედიანის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ბედიანის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-119.119221512
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016001
გ-119.119221512
31/05/2022
ვებგვერდი, 07/06/2022
000000000.00.155.016001
წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ბედიანის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-119.119221512

2022 წლის 31 მაისი

წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ბედიანის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-მე-10  მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ბედიანის ქუჩებს სახელწოდებები გადაერქვათ დანართი 1-სა და თანდართული რუკის შესაბამისად.

2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ირაკლი გიგინეიშვილი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დანართი 1

დაბა ბედიანი

1.  ქუჩა 1-ლი 26 მაისის ქუჩა;

2. ქუჩა მე-2 მეგობრობის ქუჩა;

3.  ქუჩა მე-3 ვარდისჭალის ქუჩა.