დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 03/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 11/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.020.12.212.005.594 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/12/2002 - 20/08/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.12.212.005.594
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის
ბრძანება №10/159
2002 წლის 3 დეკემბერი
ქ.თბილისი
„ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ”დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის“ (1999 წლის 22 ივნისი, №2124 -11-ს) 91-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 116-ე მუხლის ,,დ.ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების და მათი გადახდის წესის შესახებ“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
მ. დვალი
დებულება
„ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველძეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა დებულება
ეს დებულება მომზადებულია საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის“ ( 1999 წელი 22 ივნისი № 2124 –II ს) 91-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 116-ე მუხლის ,,დ.ჟ“) ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №282 ბრძანებულების საფუძველზე, ამავე სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით.
მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობის განსაზღვრისა და მათი გადახდის სფეროში.
მუხლი 3. დებულების მოქმედება სივრცეში
1. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის რესურსებთან მიმართებაში.
2. დებულება გამოიყენება სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ტყის კოდექსის თანახმად ტყით სარგებლობის განხორციელება დაკავშირებულია სანებართვო დოკუმენტების მომზადებასთან, აგრეთვე სადაც გამოსაყოფია ტყეკაფები (მათ შორის დამატებით).
მუხლი 4. კანონმდებლობის სისტემა ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობის განსაზღვრისა და მათი გადახდის სფეროში.
კანონმდებლობის სისტემა ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობის განსაზღვრისა და მათი გადახდის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს ტყის კოდექსის“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 5. დებულების მიზნები და ამოცანები
1. ამ დებულების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და მომხმარებელთა ( ტყით მოსარგებლეთა ) მიერ მათი გადახდის წესის განსაზღვრა.
2. ამ დებულების ამოცანას წარმოადგენს ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და მომხმარებელთა ( ტყით მოსარგებლეთა) მიერ მათი გადახდის სფეროს სამართლებრივი რეგულირება.
თავი II
ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის სფეროს სუბიექტები და მათი კომპეტენციების გამიჯვნა
მუხლი 6. ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და მომხმარებელთა ( ტყით მოსარგებლეთა) მიერ მათი გადახდის სუბიექტები და მათი კომპეტენციები.
1. ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობასა და მომხმარებელთა ( ტყით აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების მოსარგებლეთა) მიერ მათი გადახდის სფეროს ზედამხედველობა და კონტროლი ევალება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, აგრეთვე ამავე დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და მომხმარებელთა ( ტყით მოსარგებლეთა) მიერ მათი გადახდის სუბიექტები არიან ტყით მოსარგებლეები, რომლებიც „საქართველოს ტყის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებენ ტყით სარგებლობას საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
თავი III
ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხები და მათი გადახდის წესი
მუხლი 7. ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფისათვის საჭირო თანხები და მათი გადახდის წესი.
1. ტყით მოსარგებლეზე ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტებთან ერთად გაიცემა მოსაპოვებელი რესურსის (ასათვისებელი ტყეკაფის) შესახებ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია, რომელშიც აისახება დასამზადებელი რესურსის რაოდენობა (მოცულობა), სორტიმენტი და მათი განაწილება ხარისხების მიხედვით, ხე-ტყის დამზადების პირობები, ტყეკაფის გამოყოფის საველე და კამერალურ სამუშაოებზე გაწეული შრომითი, მატერიალური და ფულადი დანახარჯები და რესურსის ათვისების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. მთლიანად შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსაპოვებელი რესურსის ერთ კუბურ მეტრზე გაანგარიშებით შეადგენს:
ა) მთავარი სარგებლობისა (ამორჩევითი ჭრისას) და გავლითი ჭრებისათვის 2(ორი) ლარსა და 70 თეთრს;
ბ) პირწმინდა ჭრებისათვის 0.66 ლარს.
2. ტყით მოსარგებლე ვალდებულია მოსაპოვებელი რესურსის ( ასათვისებელი ტყეკაფის) შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის შემუშავებაზე, მათ შორის, ტყეკაფების გამოყოფაზე გაწეული სამუშაოს ღირებულება გადაიხადოს ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის მიღებამდე.
3. ტყით მოსარგებლეზე გრძელვადიანი ტყით სარგებლობის ხელშეკრულებასთან ერთად გაიცემა ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია, რომელშიც აისახება საჭირო შრომითი მატერიალური და ფულადი დანახარჯები:
ა) ტყის არამერქნითი რესურსებით სარგებლობისათვის ფართობის გამოყოფაზე;
ბ) სარგებლობის სახეების მიხედვით რესურსების ოდენობისა და გამოსავლიანობის განსაზღვრაზე;
გ) მისასვლელი სატრანსპორტო გზების მონიშვნასა და კარტოგრაფიულ მასალაზე დატანასა და შესაბამისი კამერალური სამუშაოების ჩატარებაზე;
დ) რესურსების ათვისების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების დადგენაზე.
4. მთლიანად ამ ინფორმაციული მასალის მომზადებაზე გაწეული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის გამოყოფილი ფართობის ერთ ჰექტარზე 2 (ორი) ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
5. ტენდერში (აუქციონში) გამარჯვებული ტყით მოსარგებლე ვალდებულია ტყის არამერქნითი რესურსებითა და სხვა სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის რესურსის ოდენობის დადგენისა და რესურსის ათვისების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების შემუშავებაზე გაწეული სამუშაოს ღირებულება გადაიხადოს ტყით სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
6. მოსახლეობა და ტყის დაცვის მუშაკები ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო თანხებისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს ტყის კოდექსით“ დადგენილ შემთხვევებში.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8. დებულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა
დებულებაში ცვლილებები ან/და დამატებები შეიტანება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები