„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016736
2-422
10/06/2022
ვებგვერდი, 13/06/2022
040030000.22.023.016736
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-422

2022 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2021, 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო სამსახურების ტიპური დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „101“ პუნქტი:

„101. იურისტის კომპეტენციაა: 

ა) სატყეო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებისა და მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება;

გ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე, სააგენტოს ან სატყეო სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში (მათ შორის, საგამოძიებო და სამართალდამცავ ორგანოებში);

დ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში   წარსადგენად შესაბამისი სარჩელის პროექტების მომზადება;

ე) ხელშეკრულებების მონიტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია