„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016980
01-51/ნ
22/06/2022
ვებგვერდი, 22/06/2022
470230000.22.035.016980
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-51/ნ

2022 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1

„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („მინდობით აღზრდის წესი“):

ა) მე- 4 მუხლი ს:

ა.ა) მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახის ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას (რეგისტრაციის მომენტისათვის პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას, გარდა ნათესაური მინდობით აღზრდის მსურველი პირისა);

ვ) სერტიფიკატი – ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი  (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდის მსურველი პირისა. ნათესაური მინდობით აღმზრდის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის მსურველ პირს, სერტიფიკატი მოეთხოვება ბავშვის განთავსებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მინდობით აღზრდის (ნებისმიერი სახის) მსურველი პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი მოითხოვება რეგისტრაციისას. რეგისტრაციის გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მინდობით აღმზრდელი მიმართავს შესაბამის სამსახურს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.“;

) მე-8 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. იმ შემთხვევაში, თუ მინდობით აღსაზრდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ხელშეკრულება იდება იმავე ან სხვა მინდობით აღმზრდელთან (პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მდებარეობის გათვალისწინებით) არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.“;

ბ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსების ხელშეკრულება (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ფორმდება საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს კალენდარული წლის განმავლობაში 30 კალენდარული დღისა. შესაძლებელია ამ დღეების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსებულია ერთ აღსაზრდელზე მეტი, მათი გადაყვანა ჩამნაცვლებელ მინდობით აღმზრდელთან/აღმზრდელებთან უნდა მოხდეს ერთდროულად.“;

ბ.გ) დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. მინდობით აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანი ბიოლოგიური შვილებისა და არასრულწლოვანი მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. გამონაკლისი დაიშვება მინდობით აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას;“;

გ) მე-12 მუხლის პირველ პუნქტს ,,რ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ და ,,რ2‘‘ ქვეპუნქტები:

„რ1) სწავლის მიტოვებიდან გასულია ერთი სემესტრი (სემესტრის დასრულების თვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან);

2) სტუდენტის სტატუსის – აკადემიური შვებულების სტატუსის შეჩერებიდან გასულია ერთი სემესტრი (სემესტრის დასრულების თვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან);“;

დ) მე-14 მუხლის:

დ.ა) პირველ პუნქტს ,,ზ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) მიატოვა სწავლა (არაუმეტეს ერთი სემესტრისა);

ი) შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი – აკადემიური შვებულების სტატუსით, არაუმეტეს ერთი სემესტრისა.“;

.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის მიერ ოჯახის დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ასევე, „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დროებითი გაყვანის ვადა აღემატება 2 კვირას, დროებითი გაყვანის ვადის დარღვევის შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის მიღებისთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის   „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის წინასწარ პატიმრობაში განთავსების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, სწავლის მიტოვების/შეჩერების თარიღიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რეგიონული საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, აჩერებს მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემას, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი – სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

ე) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მინდობით აღმზრდელთა რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.“.

2. №2 დანართი (სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმები ( დიაგნოზების კოდები ICD-10- ის მიხედვით)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„F84.1 ატიპური აუტიზმი;

F84.2 რეტის სინდრომი;

F84.5 ასპერგერის სინდრომი;

F91 ქცევის აშლილობები;

F92 ქცევისა და ემოციების შერეული აშლილობანი;

F98.0 არაორგანული ენურეზი (3-დან 6 წლამდე);

F98.1 არაორგანული ენკოპრეზი (3-დან 6 წლამდე);

F99 ფსიქიური აშლილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული;

Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9) (2-დან 6 წლამდე);

Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7) (0-დან 3 წლამდე);

Q92 აუტოსომიის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9) (0-დან 6 წლამდე);

Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9) (0-დან 6 წლამდე);

Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0   Q95.9) (0-დან 6 წლამდე);

E80.2 მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია;

M35.2 ბეხჩეტის სინდრომი;

D55.0 გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

Q80.0 ვულგარული იხთიოზი;

E84 მუკოვისციდოზი;

E70.0 კლასიკური ფენილკეტონურია;

E70.1 სხვა ჰიპერფენილალანინიმები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი