,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016423
63
06/06/2022
ვებგვერდი, 07/06/2022
010250050.35.120.016423
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

2022 წლის 6 ივნისი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 11.04.2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016409) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სანებართვო პირობების დაცვის და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილება.“

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-9 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 9. სანებართვო პირობების დაცვის და მოქალაქეთა უფლებების  დაცვის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დაცვის კონტროლი და  პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.

2. ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.

3. ქალაქის გაფორმების, ქალაქგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია.

4. დაგვა-დასუფთავებისა   და   ნარჩენების   გატანის   სფეროში,   კანონით   დადგენილი   წესების დაცვის კონტროლი.

5. დასუფთავების  მოსაკრებლის  გადახდასთან  დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად აღრიცხვის მიზნით წერილობითი ფორმით ინფორმირება და დასუფთავების მოსკრებლის გადამხდელად აღრიცხვა. დასუფთავების მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდული ანალიზი.

6. მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების კონტროლი. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად აღრიცხვის ან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის პირობების დარღვევის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის გაფრთხილება როგორც წერილობითი მიმართვით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

7. მუნიციპალიტეტში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო გადამზიდავთა მიერ  პირობების დაცვის კონტროლი.

8. ქუჩებსა და მოედნებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია.

9. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

10. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

11. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

12. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, რომელიც ეხება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამის გავრცელებას.

13. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 361-ე, 533-ე, 552-ე, 556-ე, 771-ე, 772-ე და 825-ე მუხლების, 103-ე მუხლის, 125-ე მუხლის მე–8, მე-12 – მე-14 ნაწილების, 1254-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 135-ე და 1351-ე მუხლების, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 1522-ე და 1561-ე მუხლების, 1585-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 159-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია