„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016420
60
06/06/2022
ვებგვერდი, 07/06/2022
010250050.35.120.016420
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2022 წლის 6 ივნისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 08. 12. 2017. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016251) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;

ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია