წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-119.119221513
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016002
გ-119.119221513
31/05/2022
ვებგვერდი, 07/06/2022
000000000.00.155.016002
წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-119.119221513

2022 წლის 31 მაისი

წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-მე-10 მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების   შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩებს სახელწოდებები გადაერქვათ დანართი №1-სა და თანდართული რუკის შესაბამისად.

2. განხორციელდეს უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება:

ა) ალექსანდრე პუშკინის ქუჩასთან არსებულ ჩიხს განესაზღვროს სახელწოდება ალექსანდრე პუშკინის პირველი ჩიხი.

ბ) პროექტით გათვალისწინებული 26 მაისის ქუჩასა და ედუარდ ბრაიშის ქუჩას შორის არსებულ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს განესაზღვროს სახელწოდება მე-10 ქუჩა.

3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

ირაკლი გიგინეიშვილი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

 

დანართი 1

 

დაბა თრიალეთი

1. საბჭოს ქუჩა კლდეკარის ქუჩა;

2.  ალექსანდრე სუვოროვის ქუჩა იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;

3. ხრამჰესის ქუჩა ედუარდ ბრაიშის ქუჩა;

4.  1 მაისის ქუჩა 26 მაისის ქუჩა;

5. ლენინის ქუჩა ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩა;

6. სკოლის ქუჩა ცოდნის ქუჩა;

7. შოთა რუსთაველის ქუჩა (დარჩა უცვლელი);

8. ფეოფილაქტე ზუბალოვის ქუჩა (დარჩა უცვლელი);

9. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა (დარჩა უცვლელი).