დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016627 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „5. საკრებულოს წევრი ვალდებულია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილეები უფლებამოსილნი არიან იყონ ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“. ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1131 მუხლი: ,,მუხლი 1131. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ზუგდიდის მუნიციალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ყოველკვარტალურად წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში (წერილობით/ პრეზენტაცია). 2. კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, რომელსაც წარუგდენს ბიუროს. 3. საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე. საკრებულო აფასებს (დადებითი/უარყოფითი) კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას. 4. კომისიის ან/და ბიუროს მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქმიანობის რიგგარეშე ანგარიში; 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს დამატებით წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 3 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები