დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017241 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ პირს, თანამდებობიდან დროებით გადაყენებულ ან კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს (გარდა 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე, სამინისტროს მოსამსახურეს ამ წესის 651 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე, ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სპეციალური ჟეტონი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება და ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.“. 2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები