დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის N05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430180000.22.088.016040 |
|
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის №05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის №05/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430180000.22.088.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 „1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის/სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.
2. სტაჟიორად მიიღება პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 25 წელს.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად გადის ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას სამინისტროში/სსიპ-ში (გარდა ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), სტაჟიორის შეფასებისა (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, მისი თანხმობით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.“; „თავი VII. გარდამავალი დებულებანი მუხლი 25 ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული პუნქტის ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსების შედეგად მიღებულ/მისაღებ სტაჟიორებზე, მათ შორის, მოცემული პირებისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები