„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016991
35
06/06/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
120010000.22.026.016991
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №35

2022 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016748) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით (საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალობები).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, იურიდიულ, საერთაშორისო ურთიერთობების, ჯანდაცვის ან აუდიტის  სფეროში – 2 წელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე