„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016990
34
06/06/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
040030000.22.026.016990
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №34

2022 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) მინისტრთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს ცენტრის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 3 ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე