საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1722-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020593
1722-IXმს-Xმპ
06/09/2022
ვებგვერდი, 14/09/2022
090000000.05.001.020593
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება.“.  

2. 1433 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 143​​​3 მუხლის პირველი ნაწილი, 1442 მუხლი, 155-ე მუხლი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე მუხლი, 235-ე მუხლი, 239მუხლი, 252-ე მუხლი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 259​​4 მუხლი, 261-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 262-ე მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 მუხლები, 317-ე მუხლი, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322​1 მუხლი, 3222 მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 3312 მუხლი, XXXIX თავი, 343-ე მუხლი, 3431 მუხლი, 344-ე მუხლი, 3441 მუხლის პირველი ნაწილი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 405-ე მუხლი;“;

ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად.“;  

გ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121−129 ნაწილები:

„121. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სამ ეტაპად, გარდა ამ მუხლის 127 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირველ ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ტარდება არაუმეტეს 90 დღის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით − არაუმეტეს 90 დღის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით − არაუმეტეს 90 დღის ვადით.

122. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველ ეტაპზე შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველი ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ.

123. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველი ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი ვადით − 90 დღით.  

124. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ.

125. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი  ვადით − 90 დღით. 

126. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის 127 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.  

127. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით:

ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−1432, 144-ე−1443, 223-ე−2241, 230-ე−232-ე, 234-ე−2351 და 2551 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-4−მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4−მე-8 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღით.

128. ამ მუხლის 121−127 ნაწილებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გარდა, უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების თაობაზე და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისთვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ამ მუხლის 121−127 ნაწილებით გათვალისწინებული განჩინების მიღებისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო, ამ თავით განსაზღვრულ შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.

129. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდა და შემდეგ კვლავ წარმოიშვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა გაგრძელდეს იმ ეტაპიდან, რომელზედაც შეწყდა იგი. ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა გაგრძელდეს ამ თავით დადგენილი წესით.“.

3. 1439 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისთვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებასა და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 ნაწილები:     

„5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ არსებობს იმავე ნაწილით განსაზღვრული საფრთხე, პროკურორი უფლებამოსილია აღნიშნული ნაწილით დადგენილი წესით ორჯერ მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების გადავადება. პროკურორი უფლებამოსილია თითოეულ ჯერზე მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება.

6. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−1432, 144-ე−1443, 223-ე−2241, 230-ე−232-ე, 234-ე−2351 და 2551 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-4−მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4−მე-8 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით თითოეულ ჯერზე შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 12 თვით.

7. თუ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ.“.           

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

6 სექტემბერი 2022 წ.

N1722-IXმს-Xმპ