დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/06/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.77.090.016005 |
|
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2022, 310010010.77.090.016004) დამტკიცებულ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ან სხვა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტოს დირექტორის წარდგინების საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესისგან განსხვავებული პირობებით, გარდა იმ პირობებისა, რომელიც განსაზღვრულია „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტის სისტემაში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების ხარისხის ქარტიით“ ან/და „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა, მომხმარებლის სახელმძღვანელოთი.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები გავრცელდეს 2023 წლისა და შემდგომი წლების ნებართვის მაძიებლებზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 ივნისს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები