,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 26/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000.00.00.000000
  • Word
115
23/06/2009
სსმ, 78, 26/06/2009
000000.00.00.000000
,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №115

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის       26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 287) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფოს წილი როგორც „ბაზისურ“, ისე დამატებით სადაზღვევო პროდუქტის წლიურ პრემიაში არის 40.20 ლარი (სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულება), რომელიც ექვემდებარება კორექტირებას 2009 წლის 21 ივლისის შემდეგ, მაგრამ ეს წილი არ გადაიხდება, თუ დაზღვევის გაფორმების მომენტში წლიური პრემია ერთი დაზღვეულისათვის აღემატება 180 ლარს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წლიურ კორექტირებულ პრემიაში სახელმწიფო წილი ერთი დაზღვეულისათვის არის 96 ლარი.

6. კორექტირებულ პრემიას მიიღებს მხოლოდ ის მზღვეველი, რომელსაც სადაზღვევო ხელშეკრულებების მიხედვით 2009 წლის 21 ივლისის მდგომარეობით „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო მომსახურებით დაზღვეული ეყოლება არანაკლებ 10 ათასი მოსარგებლე.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის ფარგლებში „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი განისაზღვრება 2009 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 21 ივლისამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური