„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018175
67/ნ
07/06/2022
ვებგვერდი, 08/06/2022
040030000.22.022.018175
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №67/ნ

2022 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ, №117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამტკიცებს ინფორმაციული უსაფრთხოების შიდასამსახურებრივი მექანიზმების გამოყენების წესებს, რომლებიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, დანერგვას, ფუნქციონირებას, ზედამხედველობას, მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას, ხოლო საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით – ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს;“.

2. 51 მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური

ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრის მიმდინარე ფინანსური საქმიანობის წარმართვა;

ბ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

გ) ცენტრის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;

დ) ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა;

ე) ცენტრის პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;

ვ) ცენტრის მომსახურებების საფასურების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და დაანგარიშება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ცენტრის ფინანსური ანგარიშების მომზადება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ქონების მიღება/გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა.“.

5. თავი V-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:

,,თავი VI.  გარდამავალი დებულებანი

მუხლი 26. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია

1. გარდამავალ პერიოდში:

ა) ცენტრის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის განხორციელება;

ბ) ცენტრი ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციას;

გ) საკოორდინაციო საბჭოს წევრები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მონაწილეობენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში;

დ) ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის განხორციელება, ამ პროცესის სანდოობისა და  მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების/პროცედურების განვითარების მიზნით, პროცესებში ჩართულობა, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;

ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის უზრუნველყოფის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

თ) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტების საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა.

3. გარდამავალ პერიოდად ითვლება პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი