,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016550
27
01/06/2022
ვებგვერდი, 03/06/2022
010250050.35.116.016550
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2022 წლის 1 ივნისი

ქ. ცაგერი

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების,  ჩაბარების, წარმოების  და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ.’’;

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების   და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.“;

3. დადგენილების მე-5 მუხლი და მე-5 მუხლით დამტკიცებული დანართი №5 ამოღებულ იქნეს;

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (დანართი  №1   თან ერთვის)

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების,  ჩაბარების, წარმოების  და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი’’

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ან/დამუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიულ პირის თნამშრომლები.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალ სუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს, გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავი ნიშნები:  ოქმის სახიან მხარეზე მთლიანი ზედაპირი დაფარულია დამცავი(გილოშერული) ბადით და ორნამენტის კონტურით,  ოქმზე დატანილია საქართველოს დროშა უხილავი,მანათობელი ულტრაიისფერი საღებავით, 6 ნიშნა ნუმერაცია შესრულებულია წითელი მანათობელი საღებავით.

6. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.’’

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი



დანართი №1

 

                     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000000

 


                     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000000

1.---------------------------------------                                           2.-------------------------------------

შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                              შედგენის ადგილი

3. ოქმის შემდგენელი:

ა) სახელი:---------------------   ბ)  გვარი:------------------  გ)        პ/ნ ---------------------

დ) თანამდებობა:-----------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. სამართალდამრღვევი:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  N-------------------- ბ) პ/ნ  ---------------------------

გ) სახელი:--------------------------    დ) გვარი: ----------------------------- ე) დაბადების თარიღი:------

ვ) მისამართი:------------------------------     ზ) სამუშაო ადგილი: ----------------------------------------

5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი:----------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ------------, ნაწილი----------------------------,

ქვეპუნქტი-----------------------.

7. მოწმე:

ა) სახელი:-----------------          ბ) გვარი:-----------------------               გ) პ/ნ --------------------------

დ) მისამართი:--------------------------------------------------

8. დაზარალებული:

ა) სახელი:---------------- ბ) გვარი:-------------------------- გ) პ/ნ ------------------------

დ) მისამართი:--------------------------------------------------

9. ოქმს ერთვის:-------------------------------------------------------------------------------------------------

  მოწმე:---------------------------------------------     დაზარალებული:--------------------------------------

                 ხელმოწერა                                                                                          ხელმოწერა

 10. ოქმის შემდგენელი: -------------------------------       სამართალდამრღვევი: ------------------------

                                            ხელმოწერა                                                              ხელმოწერა ან ხელმოწერაზე

                                                                                                                             უარის თქმის შესახებ აღნიშვნა

 

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას  ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება“.

  დამკვეთი:

დამამზადებელი:                                

სემგს-ს  რეგისტრაციის N