„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016581
45
01/06/2022
ვებგვერდი, 02/06/2022
010250020.35.162.016581
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №45

2022 წლის 1 ივნისი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016424)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ინფრასტრუქტურის განყოფილება

სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

გ) მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვას;

დ) შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი