დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016580 |
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №8 დადგენილებაში „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016427) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის სტატუსი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესახებ, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები