დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო „მთაწმინდის” წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 09/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.11.109.005.584 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.584
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 114
2002 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო “მთაწმინდის” წესდების დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24.07.2002 წ. მუხლი 688.) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და სიტყვა „სასტუმრო” შეიცვალოს სიტყვებით – „ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო”.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის18 ივლისის №74 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „ანგარიშები ხაზინაში” შეიცვალოს სიტყვებით – „საბანკო ანგარიშები”.
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ტქვეპუნქტში სიტყვები „და ფულად სახსრებს” შეიცვალოს სიტყვებით – „ფასეულობებს”.
3. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველოყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.
4. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
შ. დოღონაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები