გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების სახელდების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016002
66
27/05/2022
ვებგვერდი, 01/06/2022
000000000.00.161.016002
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №66

2022 წლის 27 მაისი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5, მე-6 პუნქტების,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მუხლი 1.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნორიოს ტერიტორიული ორგანოს დამისამართების შესახებ“, 2012 წლის 14 მაისის N66 განკარგულების დანართით განსაზღვრული ქუჩების: № 1, 2, 3, 4, 6, 7, 8, 9, 11, 12, 14, 15, 16, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 31, 32, 33, 34, 35, 38, 40, 41, 41(პირველი ჩიხი), 41 (მეორე ჩიხი), 42, 43, 44, 45, 46  სახელდება განხორციელდეს დანართი N1-ისა და თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3.

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4.

განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5.

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6.

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა № 6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

 

მიხეილ გედეხაური

საკრებულოს თავმჯდომარე

 

დანართი №1 

№01 ქუჩას ეწოდოს „ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა“;

№02 ქუჩას - „იაკობ გოგებაშვილის ქუჩა“;

№03 ქუჩას - „მერაბ კოსტავას ქუჩა“;

№04 ქუჩას - „კვირაცხოვლის ქუჩა“;

№06 ქუჩას - „წმინდა ბარბარეს ქუჩა“;

№07 ქუჩას - „ცოტნე დადიანის ქუჩა“;

№08 ქუჩას - „თომა მოციქულის ქუჩა“;

№09 ქუჩას - „ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა“;

№11 ქუჩას - „იოანე ნათლისმცემლის ქუჩა“;

№12 ქუჩას - „დავით გურამიშვილის ქუჩა“;

№14 ქუჩას - „კოტე აფხაზის ქუჩა“;

№15 ქუჩას - „თორნიკე ერისთავის ქუჩა“;

№16 ქუჩას - „გია ჯოგიაშვილის ქუჩა“;

№19 ქუჩას - „ვაჟა-ფშაველას ქუჩა“;

№20 ქუჩას - „იაგო ქავთარაძის ქუჩა“;

№21  ქუჩას - „აბო თბილელის ქუჩა“;

№22 ქუჩას - „ბასილ მელიქიშვილის ქუჩა“;

№23 ქუჩას - „შიო-მღვიმელის ქუჩა“;

№24 ქუჩას - „წმინდა ნინოს ქუჩა“;

№25 ქუჩას - „აკაკი წერეთლის ქუჩა“;

№26 ქუჩას - „ანტონ ცოფურაშვილის ქუჩა“;

№27 ქუჩას - „ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა“;

№28 ქუჩას - „ქეთევან წამებულის ქუჩა“;

№29 ქუჩას - „წმინდა ნიკოლოზის ქუჩა’;

№31 ქუჩას - „ლადო ასათიანის ქუჩა“;

№32 ქუჩას - „ილია ჭავჭავაძის ქუჩა“;

№33 ქუჩას - „დემეტრე თავდადებულის ქუჩა“;

№34 ქუჩას - „გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა“;

№35 ქუჩას - „გოდერძი სომხიშვილის ქუჩა“;

№38 ქუჩას - „პეტრე(პაატა) გამჯაშვილის ქუჩა“;

№40 ქუჩას - „გიორგი სააკაძის ქუჩა“;

№41 ქუჩას - „დავით ჯანდიერის ქუჩა“;

ქუჩის I ჩიხს - „დავით ჯანდიერის ქუჩის I ჩიხი “;

ქუჩის II ჩიხს - „დავით ჯანდიერის ქუჩის II ჩიხი“;

№42 ქუჩას - „ვანლერ დაისელის ქუჩა“;

№43 ქუჩას - „კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა“;

№44 ქუჩას - „ნორიხევის ქუჩა“;

№45 ქუჩას - „ვაზის ქუჩა“;

№46 ქუჩას - „წმინდა გიორგის ქუჩა“.