„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13444
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/05/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 30/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016677
13444
30/05/2022
ვებგვერდი, 01/06/2022
000000000.00.00.016677
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის 

ბრძანება №13444

2022 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის  №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) „“ და „1“   ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1  და „2 ქვეპუნქტები:

„მ1)  საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №3 სამმართველო;

 მ​2)  საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №4 სამმართველო;“;

ბ) მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საგადასახადო შემოწმების №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8  სამმართველოები“;

გ) 9​​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9​​1. საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №1, №2, №3, №4 სამმართველოები

საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №1, №2, №3, №4 სამმართველოები ახორციელებენ:

ა) შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადებას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკვნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;

გ) ამ მუხლის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 30 მაისიდან.

სამსახურის უფროსი                                                           ლევან კაკავა