დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანებაში “სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 582 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 03/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.11.118.005.581 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.118.005.581
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №582
2002 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანებაში „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ცვლილების შეტანის შესახებ
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს 29-ე პუნქტი.
2. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
კ. ნარჩემაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები