„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13238
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/05/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016676
13238
27/05/2022
ვებგვერდი, 31/05/2022
000000000.00.00.016676
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №13238 

2022 წლის 27 მაისი 

ქ. თბილისი  

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში პირის დაშვებას და დაშვების გაუქმებას;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;“;

დ) მე-15 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;“;

დ.ბ) მე-3 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი:

„ა3) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „წითელ“ ან „ყვითელ“ დერეფანში განსაზღვრულ ან სამმართველოს მიერ დასრულებულ ან ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დერეფანში შერჩეულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან ასეთი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;“;

დ.გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „წითელ“ ან „ყვითელ“ დერეფანში განსაზღვრულ ან სამმართველოს მიერ დასრულებულ ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დერეფანში შერჩეულ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან ასეთი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის გაუქმება;“;

ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში პირის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატება/გაუქმება ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;“;

ვ) 23-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, პირის მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება;“;

ვ.ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;“;

ვ.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;“;

ვ.გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;“;

ვ.დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 14 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი                                       ლევან კაკავა