დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-43/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016972 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20.02.2009წ., 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-6 მუხლის
:
1. 1 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 8 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.“. 2. 18 პუნქტის შემდეგ დაემატოს 19 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,19 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.“. 3. მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15, 16, 18 და 19 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“. 4. 8 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8 6 . სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“. 5. 86 პუნქტის შემდეგ დაემატოს 87 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „8 7 . პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“. 6. 9 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. ამ მუხლის 81, 83, 86 და 87 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღიური ფულადი სარგოებისა და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთერთობაზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები