დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017238 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტიპური დებულების მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით დაუყოვნებლივ ატყობინებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი):“. 2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის: ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.“; ბ) მე-6 მუხლის: ბ.ა) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ატყობინებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი პირის მიმართ:“; ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამ ბრძანების №1 დანართით დადგენილი წესით ეცნობება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“; გ) მე-16 მუხლის: გ.ა) 31 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ატყობინებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირის მიმართ:“; გ.ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამ ბრძანების №1 დანართით დადგენილი წესით ეცნობება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“; დ) მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლები წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაიშვებიან იზოლატორის საგამოძიებო ოთახში იზოლატორში მოთავსებულ პირთან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მათი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“; ე) 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იზოლატორს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები. 8. მოთავსებული პირი სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი), სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.“; ვ) 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“; ზ) 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წერილობით უგზავნის შეტყობინებას, თუ საჩივარი შეიცავს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები