დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017239 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები 1. დეპარტამენტის მიზანია სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ასევე მათი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისთვის (შემდგომ – აუდიტის ობიექტი) დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მარწმუნებელი საქმიანობის განხორციელება, რაც გულისხმობს მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის ობიექტურ შეფასებას აუდიტორული შემოწმების ჩატარებისა და დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადების გზით; ბ) სამინისტროს სისტემაში საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება, რაც გულისხმობს მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას სისტემური და დისციპლინირებული მიდგომების შემუშავებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის გზით; გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება; დ) ერთიანი პოლიტიკის განხორციელების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, სამინისტროს ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება; ე) მინისტრის ინფორმირება აუდიტის ობიექტებში რისკის მართვის, კონტროლის, მიმდინარე პროცესებისა და საქმიანობის პროდუქტიულობის, ეფექტიანობის და ეკონომიურობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ; ვ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევაში მონაწილეობა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების შესახებ მოთხოვნების განხილვა, საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში აუდიტის ობიექტის რესურსის გამოყენება;“. 3. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მმართველობითი პროცესების, რისკის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში საკონსულტაციო საქმიანობა განახორციელოს, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს აუდიტს;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ზედამხედველობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის: თ1.ა) სამსახურებრივ რეგლამენტს; თ1.ბ) მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; დ) „ჟ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი: „ჟ2) განიხილავს მოთხოვნას საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;“. 5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ახორციელებს აუდიტს;“; ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი: „გ2) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვასა და მასზე ზედამხედველობას;“. 6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აუდიტორი 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება იყოს აუდიტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. აუდიტორი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე. 3. აუდიტორი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. 4. აუდიტორი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას, უზრუნველყოფს მარწმუნებელი ან საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე, პასუხისმგებელია აუდიტორული დავალების შესრულებასა და წარმოდგენილ ანგარიშში ასახული მონაცემების უტყუარობაზე. 5. აუდიტორი ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აუდიტის ობიექტის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;“. 9. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება;“. 10. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების წესი საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგება და მონიტორინგი ხორციელდება დეპარტამენტის სამსახურებრივი რეგლამენტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები