დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016063 |
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით „სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი“ (შემდგომ – „წესი“) თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ –
„სამსახური“) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ (შემდგომ –
„ანგარიშვალდებული პირი“) კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, მათი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესს.
მუხლი 2. ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა
1. ანგარიშვალდებულმა პირმა ფიზიკური პირი უნდა მიიჩნიოს ბენეფიციარ მესაკუთრედ, თუ ის აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: მუხლი 3. კლიენტი იურიდიული პირის წილის/ხმის უფლების მქონე აქციების 25% ან მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობა
1. მფლობელობის 25%-იანი ზღვარი წარმოადგენს იდენტიფიკაციის ვალდებულების წარმოშობის კანონმდებლობით დადგენილ ნიშნულს, თუმცა ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, რისკის დონის შესაბამისად, განახორციელოს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მფლობელობის უფრო დაბალი პროცენტული წილის შემთხვევაში. მუხლი 4. პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს კლიენტზე
1. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტ იურიდიულ პირს არ ჰყავს ბენეფიციარი მესაკუთრე მფლობელობიდან გამომდინარე, მას ყოველთვის ეყოლება ბენეფიციარი მესაკუთრე კონტროლის ელემენტის გათვალისწინებით. ამგვარი კონტროლი შესაძლოა ხორციელდებოდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფორმალურად ან არაფორმალურად. კლიენტზე საბოლოო კონტროლის განმახორციელებელი პირის გამოვლენის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის მმართველობითი სტრუქტურა.
მუხლი 5. ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები 1. ბენეფიციარ მესაკუთრედ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული პირის საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე სტრატეგიული გადაწყვეტილებები (დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა). თუკი კომპანიის ფარგლებში არსებობს მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე ფიზიკური პირი – ბენეფიციარ მესაკუთრედ მიიჩნევა მათ შორის უმაღლესი იერარქიის მქონე, ხოლო თანაბარი უფლებამოსილებების პირობებში – ყველა მათგანი. 2. დირექტორები შესაძლოა აქტიურ როლს ასრულებდნენ კლიენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაში, რაც დამოკიდებულია კლიენტის ორგანიზაციულ მოწყობასა და ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. დირექტორის იდენტიფიკაციით ანგარიშვალდებულმა პირმა შესაძლოა მიიღოს ხელჩასაჭიდი/სასარგებლო ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, თუმცა ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი ნომინალური დირექტორის შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური ინტერესის მქონე პირის ანონიმურობის შესაძლებლობა. 3. ბენეფიციარ მესაკუთრედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც მმართველობით ორგანოებში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ახორციელებს იურიდიული პირის ყოველდღიური, რეგულარული საქმიანობის კონტროლს (აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი ფინანსური დირექტორი და სხვა). 4. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირების, როგორც კლიენტი იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების, გამოვლენის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის მმართველობითი სტრუქტურა. მუხლი 6. ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია
1. ტრასტების ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურების ბენეფიციარი მესაკუთრის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დაადგინოს: 2. ტრასტის მხარეებს, როგორც წესი, წარმოადგენენ:
ა) მარწმუნებელი; 3. ტრასტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიციკაცია ტრასტის შექმნის დოკუმენტებზე (Deeds of Trust, Trust Agreement და სხვ.) დაყრდნობით. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა, ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად უნდა მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. მუხლი 7. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
1. საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტი იურიდიული პირისგან უნდა მოითხოვოს თვითდეკლარირება, რომელიც ხორციელდება წერილობითი ფორმით და მოიცავს ინფორმაციას კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესახებ, მფლობელობის ჯაჭვის უწყვეტობისა და ბენეფიციარი მესაკუთრის მითითებით. მუხლი 8. სანდო და დამოუკიდებელი წყაროები
ამ წესის მიზნებისთვის სანდო და დამოუკიდებელ წყაროდ ითვლება: მუხლი 9. განსხვავებული მიდგომები 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის განსხვავებული წესები, თუ კლიენტზე არ ხდება სიცოცხლის დაზღვევის პოლის(ებ)ის გაცემა, თუმცა სანდო წყაროზე დაყრდნობით გონივრული ზომების განხორციელებით ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა. 2. თუ კალენდარული წლის განმავლობაში კლიენტ ფიზიკურ პირზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, ხოლო კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარს, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია არ განახორციელოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია. მუხლი 10. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერების სახით შეინახოს მისი თანამშრომლის მიერ კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად მოპოვებული დოკუმენტაცია (შესაბამისი თარიღის მითითებით) და გამოყენებული ზომების დამადასტურებელი ინფორმაცია წყაროების ჩათვლით/მითითებით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას და მისი შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის სისტემა, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების, ინფორმაციის და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა, მის მიერ დანერგილი რისკების მართვის პოლიტიკა/პროცედურის გათვალისწინებით, პერიოდულად უნდა განაახლოს ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით აღრიცხული და შენახული ინფორმაცია. ხოლო უკვე განხორციელებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სისწორეში ეჭვის გაჩენის ან/და კლიენტისთვის მინიჭებული რისკის დონის გაუარესების შემთხვევაში ვალდებულია განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის ხელახლა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია. 4. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული უცხო ენაზე (გარდა ინგლისური ენისა) შედგენილი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები