დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.114.016474 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 01/07/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016454). შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. საბჭო შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან. 2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საბჭო შედგება საბჭოს წევრთაგან, მათ შორისაა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. 3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმებს/გადაწყვეტილებებს; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები